ევროლიგის პლეი-ოფში გასასვლელი ნახევარფინალი თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ მოიგო და ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც უკვე პლეი-ოფამდე ერთი ნაბიჯია.
იტალიელებმა რეგულარული სეზონი კატასტროფულად, ზედიზედ 7 წაგებით დაასრულეს და საქმეც ამიტომ გაურთულდათ. თუმცა, „ვირტუსმა“ ნახევარფინალში სტუმრად აჯობა თურქულ „ანადოლუ ეფესს“ – 67:64.
თამაში დაძაბული გამოდგა, რომელშიც გარდატეხა მეოთხე პერიოდში შეიტანეს სტუმრებმა, რომელიც 5 ქულით მოიგეს და გამარჯვებაც იზეიმეს.
თორნიკე შენგელიამ 22 წუთში 13 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 12-დან 4 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.
"ვირტუსი" პლეი-ოფის საგზურისთვის ფინალში შენგელიას ყოფილ გუნდს, "ბასკონიას" დაუპირისპირდება.