დიეგო სიმეონე:

დიეგო სიმეონე: "ბევრი შეცდომა დავუშვით, "დორტმუნდმა" მოგება დაიმსახურა"

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ „დორტმუნდთან“ მატჩის (2:4) შემდეგ ისაუბრა. როგორც არგენტინელმა სპეციალისტმა აღნიშნა, მეტოქე ნახევარფინალში დამსახურებულად გავიდა.

„ფეხბურთი ასეთია, ორ მატჩში მათ ჩვენზე რაღაცით მეტი გააკეთეს. პირველ მატჩში რამდენიმე გოლით მეტი უნდა გაგვეტანა, დღეს საღამოს კარგად ვერ დავიწყეთ, შემდეგ ცვლილებებით თამაშში დავბრუნდით, მაგრამ მაშინვე ორი გოლი გავუშვით. „დორტმუნდი“ მომდევნო ეტაპზე დამსახურებულად გავიდა. ბევრი საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ და შეცდომები დავუშვით.

მსოფლიოს ჩემპიონატზე კვალიფიცირება? დიდად არ მაინტერესებს, ეს კარგი შედეგია კლუბისთვის, მაგრამ ახლა ბედნიერი საერთოდ არ ვარ“, - თქვა სიმეონემ.

შეგახსენებთ, რომ „ატლეტიკო“ „დორტმუნდთან“ ორი მატჩის ჯამში 4:5 დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.