„ჩელსის მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ გუნდის ფეხბურთელები პრემიერ ლიგის 33-ე ტურში, „ევერტონთან“ მატჩში (6:0) თერთმეტმეტრიანის გამო გააკრიტიკა.
მეორე ტაიმში ლონდონელებმა პენალტის უფლება მიიღეს. ის „ლურჯების“ ნახევარმცველმა კოულ პალმერმა გაიტანა, მანამდე კი ნონი მადუეკე და ნიკოლას ჯექსონი ცდილობდნენ მისთვის ბურთის წართმევას.
„პალმერი პენალტების შემსრულებელია. ეს აღარ განმეორდება, ჩვენ ისევ ბავშვებივით ვერ მოვიქცევით. სირცხვილია. ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ ბოლო შემთხვევაა, როცა ასეთ საქციელს მივიღებ. ეს აღარ არის ხუმრობა“, - ციტირებს ტვიტერზე პოჩეტინოს სიტყვებს ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
პალმერმა „ევერტონთან“ მატჩში პოკერი შასრულა და პრემიერლიგის ბომბარდირთა რბოლაში „მანჩესტერ სიტის“ ფორვარდ ერლინგ ჰოლანდს დაეწია. ახლა მათ ანგარიშზე 20-20 გოლია.
„ჩელსიმ“ 47 ქულა მოაგროვა და პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა. „ევერტონი“ 27 ქულით მე-16-ზე.