ამსტერდამის „აიაქსის" ხელმძღვანელობა იმედოვნებს „მანჩესტერ იუნაიტედის" ამჟამინდელი დამრიგებლის, ერიკ ტენ ჰაგის, ამ ზაფხულს კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნას - ამის შესახებ Manutd.One იუწყება De Telegraaf-ის ჟურნალისტ მაიკ ვერვეიზე დაყრდნობით.
წყაროს ცნობით, ნიდერლანდული კლუბი ასევე მუშაობს კიდევ სამ ვარიანტზე იმ შემთხვევაში, თუ ტენ ჰაგი უარს იტყვის.
ტენ ჰაგი „მანჩესტერ იუნაიტედს“ 2022 წლიდან ხელმძღვანელობს. სპეციალისტს კლუბთან კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს. მანამდე კი „აიაქსში“ მუშაობდა და საკმაოდ წარმატებით.
მის დროს „აიაქსი“ სამჯერ გახდა ნიდერლანდების ჩემპიონი (2018/19, 2020/21, 2021/22) და ორჯერ დაეუფლა ქვეყნის თასს (2018/19, 2020/21).