„ეს ქალი და მისი ოჯახი ფსევდო ანტირუსულობით ცდილობენ კრემლთან თანამშრომლობა დაფარონ - მოსკოვს ჩვენს ოპოზიციაში აგენტურის დიდი ქსელი აქვს“

„ეს ქალი და მისი ოჯახი ფსევდო ანტირუსულობით ცდილობენ კრემლთან თანამშრომლობა დაფარონ - მოსკოვს ჩვენს ოპოზიციაში აგენტურის დიდი ქსელი აქვს“

როგორ ახერებს საქნციების პირობებში, რუსეთი, ევროპის გავლით, ფულის გადარიცხვას - ამის საუკეთესო მაგალითია რამდენიმე დღის წინ რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ელენე ხოშტარიასა და მისი ოჯახის ანგარიშზე გადმორიცხული თანხა. ამჯერად მოსკოვიდან ლონდონის ერთ-ერთი ბანკის მეშვეობით, რამდენიმე დღის წინ, ხოშტარიების ანგარიშზე 30 ათასი ფუნტი სტერლინგი ჩაირიცხა. მმართველი გუნდის თქმით, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ როგორ შეიძლება რუსული ფული ევროპიდან, საქართველოში შემოვიდეს და რევოლუციურ პროცესებს მოხმარდეს.

„რამდენიმე დღის წინ ხოშტარიების ოჯახს უკვე გადმოერიცხათ ფუნტები, ნაცვლად რუბლებისა და დოლარებისა. შესაბამისად, 500 დოლარს რომ აძლევენ მსგავს შემთხვევებში და 300 დოლარს და ამას 50 ათასს და 100 ათასს აძლევენ, ეს ლეგენდაც რომ დავიჯეროთ, ამ ლეგენდის შემთხვევაშიც კი, აგერ გზა, რომ არ გაშიფრულიყო რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან გადმორიცხული თანხა, ბრიტანეთის გავლით გადმოირიცხა. რუსეთს მარტივად შეუძლია, რომ სხვა ქვეყნების, მათ შორის ევროპული ქვეყნებიდანაც გადმორიცხოს ფული, იქ დაარეგისტრიროს რაღაც ორგანიზაცია, იქაური ბანკებიდან გადმორიცხოს ფული“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

„როგორც ეტყობა, ხოშტარიას რუსული არაფერი უყვარს ფულის გარდა. ფული ძალიან უყვარს. ამ მოცემულობაში, ის რომ ასე ანტირუსულ, ურაპატრიოტულ განცხადებებს აკეთებს და სინამდვილეში მიერთებულია რუსულ რუბლებზე, ეგ ფუნტში ჩაერიცხებათ თუ ევროში, ამას მნიშვნელობა არ აქვს. კრემლიდან გადმორიცხული თანხა არის რუბლი. კარგად იცოდეს ხოშტარიამ და ოპოზიციის იმ ნაწილმა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის აფილირებული, რომ საზოგადოებამ არაჩვეულებრივად იცის მათი დამფინანსებლებიც, კრემლიდან მომდინარე დირექტივებიც, რომელსაც ასრულებენ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. ეს თვალთმაქცობა საბოლოოდ საქართველოში უნდა დასრულდეს“, - ამბობს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით მათიკაშვილი.

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე კი ამბობს, რომ არასამთავრობო სექტორი „გამჭვირვალობის კანონის“ წინააღმდეგ იმიტომ იბრძვის, რომ კანონის მიღებით, არასასიკეთო მიზნებისათვის გადმორიცხული შავი ფული საზოგადოებისთვის გამჭვირვალე გახდება. გვენეტაძე for.ge-სთან აცხადებს, რომ ამის საუკეთესო მაგალითი ელენე ხოშტარიას ოჯახისთვის, ლონდონის გავლით, რუსული ფულის გადმორიცხვაა.

„კიდევ ერთი მახვილი კუთხიდან განხორციელებული ფინტი კრემლიდან და ლონდონის გავლით 30 ათასი ფუნტი ელენა ხოშტარიას ოჯახშია მოთავსებული! აი, ამაზე მეტი დასტური რაღაა საჭირო იმისთვის, თუ როგორ შეიძლება რუსული ფული „პროდასავლელი“ ხოშტარიას ყულაბაში იყოს მოთავსებული და მერე საქართველოში დესტაბილიზაციას და რევოლუციურ პროცესებს მოხმარდეს! სწორედ, ასეთი ფულით უნდათ საქართველოში გადატრიალების და უბედურების მოხდენა. ვხედავთ, რუსეთი, ევროპის გავლით, როგორ კოხტად და უპრობლემოდ ახერხებს ჩვენ ქვეყანაში შავი ფულის გათეთრებით შემოტანას. სწორედ ასეთი მოსკოვიდან გასროლილი თანხებით ივსება ჩვენში არსებული წამყვანი რევოლუციონერ-ნეოტროცკისტი ენჯეოშნიკების: გიგაურების, ლომჯარიების, თაბაგარების, ხიდაშელების, სუბელიანების... ანგარიშები და ჯიბეები. იგივე ხდება „ჩერეზ“ ტაივანის, ბერლინის, პარიზის, ნიუ იორკის, ბრიუსელის და კაცმა არ იცის კიდევ რომელი კუნძულების გავლით! სწოერდ ამ ფულთ ყიდულობენ მოლოტოვის კოქტეილს, დაიქირავებენ გრიგორიადისებს და ათასგვარი ჯურის სხვა ექსტრემისტ-ტერორისტებს, რათა ჩვენ ვაჟკაც სამართალდამცაველებს ცოცხლად ცეცხლი წაუკიდონ“,-ამბობს გვენეტაძე.

მისივე თქმით, სწორედ ამიტომაც იბრძვიან ასე თავგამეტებით ეს თანამედროვე ტროცკისტები იმ ქართული კანონის წინააღმდეგ, რომელიც მოკლე ხანში მათ ამოუქოლავს შავბნელი მიზნებისათვის გადმორიცხულ შავი ფულს ხვრელებს და საქვეყნოდ გამჭვირვალეს გახდის მათ უზნეობას. გვენეტაძე ამბობს, რომ ახლა მიდის დაუნდობელი ბრძოლა იმისთვის, რათა ის ლუკმა არ დაკარგონ, რომელიც სწორედ ასეთი ევროპული ხვრელებით მათ ჯიბეებში ილექება.

„ხალხის ძალის“ წევრი და ანალტიკოსი ზურაბ ქადაგიძე კი for.ge-სთან ამბობს, რომ, პირველ რიგში, საინტერესო ის არის, სანქციების პირობებში, როგორ ახერხებს რუსეთი დიდ ბრიტანეთში ამ ფულის გადარიცხვას. ქადაგიძე ამბობს, რომ გამოდის, საქართველო უფრო ახერხებს სანქციების წესების დაცვას, ვიდრე თავად ევროპა.

„არაერთხელ ვნახეთ საქართველოსთან მიმართებაში დაწყებული ინსუნაციები, თითქოს ჩვენ ქვეყანაში რაღაცა შავი ხვრელები არსებობდეს, საიდანაც რუსეთი სანქციებს გვერდს უვლის. არადა ამ მაგალითზე ნათლად ვხედავთ, რომ რუსეთი იმ ქვეყანაშიც კი ახერხებს სანქციების გვერდის ავლას, რომლის მიერაც დასანქცირებულია. იმის მაგივრად, რომ რუსეთი ეკონომიკურ წნეხში ჰყავდეთ და რუსეთის ეკონომიკამ სული ღაფოს, აღმოჩნდა, რომ თურმე რუსეთი ლონდონის ბანკის დახმარებით ფულს უხდის. ეს ქალი და მისი ოჯახი, ფსევდო ანტირუსულობით არიან გამორჩეული. არადა, ამით ცდილობენ კრემლთან თანამშრომლობა დაფარონ. ქურდს ქუდი ეწვისო, ასე მოსდით, ჩვულებრივად, რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტის ფულზე სხედან. ვითომ ამ თეატრს თვითონ ასეთი რა შემოსავალი აქვს, რომ კონკრეტული ერთი ავტორის ჰონორარში, 30 ათასებს იხდიან, ეს ხომ სასაცილოა და რეალურად არავის სჯერა. ამის გარდა, ეს არის იმ კამპანიის ნაწილი, რომ მოსკოვს ჩვენს ოპოზიციაში აგენტურის დიდი ქსელი ჰყავს. ელენე ხოშტარიას ხელში ხვდება უცბად ისეთი არა საჯარო ინფორმაციები, რომ ერთი კვირით ადრე პროვოკაციას გეგმავს.

იცოდა რას გააკეთებდა, მაგალითად, გავრილოვი და წინასწარ პროვოკაციისთვის მოემზადა - დახატული ბანერებით, აქტივისტებით, მაისურებით პარლამენტში შევარდა. აღარავისთვის არ არის დასამალი, რომ ეს არის პრორუსი ოჯახი, რომლებსაც ასეთი თამაში აქვთ დავალებული. ასე მოქმედებენ სპეცსამსახურები. ვიღაცა ღიად გამოდის და ამბობს გაუმარჯოს რუსეთს და ვიღაცა პირიქით, შენიღბული ვითომ რუსეთის გინებით ცდილობს რუსეთის საქმის გაკეთებას“, - ამბობს ქადაგიძე.

მისივე თქმით, არა „რუსულ კანონსაც“ რომ იძახიან, ესეც რეალურად მიმართულია იქითკენ, რომ კოლოსალური თანხები შემოდის რუსეთიდან, სწორედ, ევროპის გავლით. ქადაგიძე ამბობს, რომ ეს არის სწორედ სპეკულაცია, როცა ისრების გადატანა მხოლოდ დასავლეთზე ხდება.

trampi დღეს 1989 წლის 9 აპრილზე მძიმე მდგომარეობა გვაქვს--- უფრო დიდი და უფრო ვერაგი მტერი გვყავს(ე.წ. კოლექტიური დასავლეთი)
პლიუს ფულზე გაყიდული დიდი რაოდენობის შინაური მტერი!!!!!!!!!!!!!!! მაშინ მარტო გარე მტერი გვყავდა (სსრკ),...... შინაური არა გვყავდა
მოკლედ ეხლა გაცილებით მძიმე მდგომარეობა გვაქვს, გაცილებით მძიმე
ისე ყოჩაღ მთავრობას....კობახიძე პაპუაშვილს ................თუ ესენი იყოჩაღებენ შეიძლება მართლა გავხდეთ დამოუკიდებელი ქვეყანა.....
1 კვირის უკან