„დაყოფილი საზოგადოება მოიკითხონ შეერთებულ შტატებში, სადაც მოსახლეობის 36% დღესაც არ აღიარებს ტრამპის წაგებას და ეს რომ განმეორდეს, იარაღსაც მოკიდებენ ხელს“

„დაყოფილი საზოგადოება მოიკითხონ შეერთებულ შტატებში, სადაც მოსახლეობის 36% დღესაც არ აღიარებს ტრამპის წაგებას და ეს რომ განმეორდეს, იარაღსაც მოკიდებენ ხელს“

წელს მსოფლიოში არჩევნების ბუმია. მთელი მსოფლიო შეჰყურებს, ვინ გაიმარჯვებს ამერიკაში - ტრამპი თუ ბაიდენი. პარალელურად, 2024 წლის 6-9 ივნისს გაიმართება ევროპარლამენტის არჩევნები და ევროკავშირის მოქალაქეები აირჩევენ თავიანთ 720 წარმომადგენელს ევროპარლამენტში, რაც ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ ტარდება. გარდა ამისა, ევროპულ ქვეყნებში დაგეგმილია საპრეზიდენტო, საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, მათ შორის, ავსტრიაში, პორტუგალიაში, ბელგიაში, ხორვატიაში, რუმინეთში, ჩრდილოეთ მაკედონიაში და ა.შ. დიდ ბრიტანეთში დაგეგმილია საყოველთაო არჩევნების ჩატარება. ინდოეთშიც ემზადებიან ახალი პრემიერის ასარჩევად. მთლიანობაში, 50 ქვეყანაში ორ მილიარდზე მეტი ადამიანის მისვლას ვარაუდობენ არჩევნებზე, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

ერთადერთი საერთო ნიშანი, რაც მთელ მსოფლიოში დაგეგმილ არჩევნებს აერთიანებს, ამომრჩევლის გულის გატეხვაა არჩევნების მიმართ. სავარაუდოდ, ასეთი განწყობა იქნება საქართველოშიც.

დაიღალა თუ არა ჩვენი საზოგადოება „ქართული ოცნებით“ და მისცემს თუ არა ნდობის მანდატს უკვე მეოთხედ შემოდგომაზე დაგეგმილ არჩევნებში?!

„ხელისუფლებაში როცა ერთი და იგივე სახეებია ამდენი წლის განმავლობაში, ყველგან იწყება დაღლა, სატელევიზიო დაღლა ჰქვია ამას, როცა ხალხი ამბობს, ამ ადამიანს რამდენ ხანს უნდა ვუყუროთ, ნუთუ სხვა ახალი ძალა არ გამოჩნდება?!“ - აცხადებს „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე for.ge-სთან საუბრისას.

მისივე განმარტებით, თავის დროზე ზოგიერთებს ეგონათ, რომ ამ ხელისუფლებას დასავლეთმა მხოლოდ ორი ვადა მისცა და ამის შემდეგ „ოცნება“ უნდა შეცვლილიყო, მაგრამ ორ ვადაზე მეტია ეს ხელისუფლება ინარჩუნებს ძალაუფლებას. სინამდვილეში, პეტრე მამრაძის აზრით, დასავლეთი ხელისუფლებაში დარჩენის არც უფლებას და არც აკრძალვას არ იძლევა და ეს მითოლოგიაა, თითქოს ორი ან სამი ვადის შემდეგ უშვებენ საქართველოს ხელისუფლებას.

„შარლ მიშელის სამარცხვინო ხელშეკრულება ყველას გვახსოვს, „ქართულმა ოცნებამ“ გადაახია თავზე შარლ მიშელს ეს დოკუმენტი და მიშელმაც თვითონვე აღიარა, არასწორი იყო, რადგან, პირველ რიგში, ნაცები არ ასრულებდნენო. ახლახანს სტრასბურგის სასამართლომ არ მიიღო გვარამიას სარჩელი, არადა, გვარამიას რომ გამოუტანა განაჩენი იმ მოსამართლემ, ის დასანქცირდა ამერიკის მხრიდან. ასე რომ, სუვერენობა იმაში მდგომარეობს, დაიცვა შენი სიმართლე, როცა მართალი ხარ და ეს შესაძლებელია“, - მიიჩნევს ანალიტიკოსი.

დაიღალა თუ არა ამომრჩეველი ამდენ ხანს ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნებით“? ამის შესახებ პეტრე მამრაძე აცხადებს, რომ არსებობს მოსახლეობის ნაწილი, რომელიც პირდაპირ ამბობს, „ქართული ოცნების“ ყურებით დავიღალე, მაგრამ ნაცებს რომ ვუყურებ, ისევ ამათ მივცემ ხმას. ანუ ეს დაღლა ბუნებრივია, როცა ვუყურებთ ერთსა და იმავე სახეებს, რომლებიც პერიოდულად ბრუნდებიან პოლიტიკაში, მიდიან პოლიტიკიდან და ისევ ბრუნდებიან. უკვე 12 წელი გადის, მაგრამ ამომრჩევლის ამ დაღლას აბათილებს, ფიგურალურად რომ ვთქვათ, ხაბეიშვილის და სხვების სახეები, ასევე, სააკაშვილის ქალების სახეები, რომლებიც მოძღვრავენ ერს.

იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ნიჰილიზმი დათრგუნოს, პეტრე მამრაძე ახალი სახეებით განახლებას სთავაზობს მმართველ გუნდს. რაც მთავარია, ხელისუფლებამ საქმით და გაშუქებით უნდა აჩვენოს, რაც კეთდება და გააკეთოს უფრო მეტი. იქნება ეს ანტიკორუფციული ქმედება, მოსახლეობისთვის კონკრეტული კარგი საქმეები.

„რამდენიმე ადამიანმა მითხრა, ეს რა კარგი ქალები გამოჩნდნენ „ქართულ ოცნებაში“, როგორ კარგად საუბრობენ, კორექტულად და თავდაჭერილად, როგორ ბრწყინვალედ გამოდიან უცხოეთში. საუბარია ბოჭორიშვილსა და მაია ბითაძეზე. რაც მთავარია, „ქართულ ოცნებას“ აქვს ადმინისტრაციული რესურსი, რაც საქართველოსნაირ ქვეყნებში კარგად მუშაობს. მეტიც, თქვენ წარმოგიდგენიათ ქართველი ბიზნესმენები, რომლებიც თავიანი ნებით, ყოველგვარი შანტაჟის და კომპრომატების გარეშე ფულს ჩაურიცხავენ ნაცებს?! გიჟები კი არ არიან, არავის არ ენატრება ის დრო. იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ არ დაუშვებს შეცდომას და არ წამოეგება ნაცების პროვოკაციებს, წარმატება გარდაუვალია. თუმცა ნაცები რომ პროვოკაციის დიდოსტატები არიან, ეს ცხადია. ამ რამდენიმე ხნის წინ წარწერები გააკრეს ყველგან „მურუსიძე ვჭამოთ?!“ „ვეძებთ სამართალს“, მაინცდამაინც ახლა წერენ ამ ლოზუნგებს, როცა საქართველოს სასამართლო სისტემა მაღალი დონის მქონედ ითვლება მთელ ევროპაში და ამხელა ინდექსები გვაქვს. ევროკავშირის და ნატოს წევრ ქვეყნებსაც უსწრებს საქართველო სასამართლოს დამოუკიდებლობითა და ობიექტურობით. სააკაშვილის დროს კი სასამართლო საერთოდ არ არსებობდა და იყო მორჩილი ფილიალი ადეიშვილის პროკურატურის, სად იყვნენ მაშინ და რატომ არ ითხოვდნენ სამართლიანობას?“ - აცხადებს პეტრე მამრაძე და არ იზიარებს მოსაზრებას, თითქოს ქართული საზოგადოება დაყოფილია.

ანალიტიკოსი ამბობს, რომ დაყოფილი საზოგადოება მოიკითხონ შეერთებულ შტატებში, სადაც მოსახლეობის 36% დღესაც არ აღიარებს, რომ ბოლო არჩევნები, რომელიც ტრამპმა წააგო, ლეგალური იყო, გაყალბებად მიიჩნევენ ამ არჩევნებს და აცხადებენ, კიდევ რომ განმეორდეს ეს ამბავი და ტრამპი აღარ გახდეს პრეზიდენტი, იარაღსაც მოჰკიდებენ ხელს. საქართველოში მსგავსი არაფერია, მხოლოდ ტელევიზიების მეშვეობით ხდება პოლარიზაციის იმიტაცია, წარმოაჩენენ ვითომც დაპირისპირებას, ვითომც განსხვავებულ აზრს, ობსტრუქციას, პარლამენტში ვითომც არშესვლის სურვილს, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, რამდენსაც არ იჭინთება ეს ოპოზიცია, მომხრეებს მაინც ვერ აგროვებენ. ამდენად, საინტერესოა, სად არის ეს დაპირისპირებული, პოლარიზებული მასა? არსად არ არის.

მისივე აზრით, ზოგადად, ნიჰილისტური განწყობა მთელ მსოფლიოშია, განსაკუთრებით, ევროპაში და ხშირად საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩევლის 30%-ზე მეტი არც მიდის, საფრანგეთი იქნება, თუ სხვა ქვეყანა. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ გვყავს მოსახლეობის მცირე ნაწილი, არაუმეტეს 10-12%-ის ზრდასრული მოსახლეობის, რომლებიც არიან სააკაშვილის ბირთვული ელექტორატი. რაც არ უნდა ჩაიდინოს სააკაშვილმა, სულ შიშველმა რომ ირბინოს ქუჩასა და სახურავებზე, როგორი სისულელეებიც არ უნდა ილაპარაკოს, მისი მომხრეები მაინც ჩათვლიან, რომ ასეა საჭირო. სააკაშვილი მათთვის კულტია. ეს გამოჩნდა 2020 წელსაც, „ნაცმოძრაობის“ 36 ადგილზე ხალხი რომ გაიყვანა პირადად სააკაშვილმა, იმ პერიოდში ერთად აღებულმა ყველა პარტიამ თავისი კანდიდატები გაიყვანა მხოლოდ 24 ადგილზე და ვერც ერთი პარტია, ვერც ბოკერიასი (რომელიც მეორე ადგილზე გავიდა) და ვერც სხვა, ვერ შევიდოდა პარლამენტში, მინიმალური ბარიერი მაინც რომ ყოფილიყო. დღეს კი ნამდვილად არ არის პოლარიზაცია.

 

trampi ამინ
დიდებული სათაურია დიდებული
2 კვირის უკან