საქართველოს პრემიერის პრინციპული პასუხი გერმანიის კანცლერს: „ჩვენ სრული უფლება გვაქვს, არასამთავრობოებს მოვთხოვოთ გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი“

საქართველოს პრემიერის პრინციპული პასუხი გერმანიის კანცლერს: „ჩვენ სრული უფლება გვაქვს, არასამთავრობოებს მოვთხოვოთ გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი“

ირაკლი კობახიძის და გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის შეხვედრა თბილისში ახალი სპეკულაციების მიზეზი გახდა. ოპოზიცია კანცლერის განცხადებებს გამჭვირვალობის კანონის შესახებ არგუმენტად იყენებს და ამბობს, რომ ხელისუფლებამ ის უკან უნდა გაიწვიოს.

ოლაფ შოლცმა ირაკლი კობახიძეს უთხრა, რომ ევროკავშირი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონს კრიტიკულად აფასებს. ფედერალურმა კანცლერმა იმედი გამოთქვა, რომ საკანონმდებლო ორგანო პროექტს არ დაამტკიცებს. შოლცმა თქვა, რომ ევროკავშირში მსგავსი კანონი არ არსებობს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კი, საპასუხოდ, ოლაფ შოლცს კანონპროექტის მიღების საჭიროება და პრინციპები განუმარტა. ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომ პროექტის მთავარი პრიორიტეტი გამჭვირვალობის სტანდარტის დამკვიდრებაა.

ირაკლი კობახიძე კანონზე უარის თქმას არ აპირებს და მან ეს პრინციპული პოზიცია ბრიფინგზეც დააფიქსირა. გერმანის კანცლერთან შეხვედრიდან გამოსულმა პრემიერიმა ოლაფ შოლცის მწვავე პოზიცია კანცელარიის ადმინისტრაციის თანამშრომლების დამსახურებად შეაფასა. კობახიძე ამბობს, რომ კანცლერს კანონზე მისმა თანამშრომლებმა არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს.

მთავრობის მეთაურის თქმით, გამჭვირვალობას ალტერნატივა არ აქვს.

„ტოლობის ნიშანი შეიძლება იყოს მხოლოდ გამჭვირვალობასა და ევროინტეგრაციას შორის. არ შეიძლება, ტოლობის ნიშანი იყოს გაუმჭვირვალობასა და ევროინტეგრაციას შორის. მაშინ გამოდის, რომ ღირებულებები თავდაყირა დამდგარა, რასაც ჩვენ, ბუნებრივია, ასე ვერ წარმოვიდგენთ. ერთადერთი, ტოლობის ნიშანი შეიძლება იყოს გამჭვირვალობასა და ევროინტეგრაციას, გამჭვირვალობასა და დემოკრატიას შორის. არაფერი სხვა. გამჭვირვალობას არ აქვს არავითარი ალტერნატივა“, - განაცხადა პრემიერმა.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ გერმანიის კანცლერმა ბრიფინგზე სწორედ ის გაიმეორა, რაც მას ფურცლებზე ეწერა და რასაც ევროპელები ამბობენ. გია აბაშიძე ამბობს, რომ მიუხედავად ამისა, პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადება საკმაოდ თამამი და ლეგიტიმური იყო.

„კობახიძის გნცხადება იყო ძალიან პრინციპული, როდსაც მან შოლცს პირდაპირ უთხრა, რომ კანონს „ქართული ოცნება“ მიიღებს. დემოკრატიის მინიმალური პრინციპი მოითხოვს გამჭვირვალობას და ამ კანონპროექტის განსახილველად მზად არის ყველა დაინტერესებულ მხარეს კარი გაუღოს. ეს ძალიან კარგი გზავნილი იყო ჩვენი პრემერის მიერ და ვფიქრობ, ეს გზავნილი უფრო ფართოდ შოლცის და კობახიძის შეხვედრაზე იქნებოდა ნათქვამი.

დიდი ალბათობით, რა თქმა უნდა, ეს გზავნილი ევროპის სხვადასხვა დედაქალაქებში გავრცელდება საქართველოს ხელისუფლების მიერ. რაღაცა ინიციტივის ესევე უკუგდება არ არის დემოკრატიული. ამიტომ დისკუსია, პოზიციების გაცვლა, კონსტრუქციული დაპირისპირება, ეს არის დემოკრატიის ნაწილი. ჩვენ ვიცით, როგორი მწვავე დებატებია ევროპის დედაქალაქის პარლამენტებში. ამიტომ დებატებს წინ არაფერი არ უდგას. არ შეიძლება ინიციატივის ასე უკუგდება, რომელიც თავად საფრანგეთშია, ევროკავშირის სხვა ქვეყნებშია, ამერიკაშია და ა.შ. ვფიქრობ, იმის მიუხედავად, რომ პროტესტი იქნება პარლამენტთან, ამ კანონს ხელისუფლება მაინც მიიღებს“, - ამბობს აბაშიძე.

მისივე თქმით, ახლა „ოცნება“ გარკვეული დილემის წინაშე დგას, შარშან, როდესაც ეს კანონპროექტი გაიწვიეს, საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილში უკმაყოფილება იყო. ახლა ამ კანონის უკან გაწვევა, ანალიტკოსისი აზრით, მით უმეტეს არჩევნების წინ და უკვე მეორედ, „ოცნების“ რეიტინგს დააზიანებს.

„ნებისმიერ ხელისუფლებას დილემის გადალახვა უწევს და იმ მხარის არჩევა, რომელიც მისი მხარდამჭერია. ზეწოლა შეიძლება იყოს, მაგრამ მმართველ გუნდს ხომ თავისი პოლიტიკური პრინციპები აქვს. ჰიპოთეტურად ვამბობ, ამ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები ხომ დაიწყება ბრიუსელთან, ასეთივე შემართებით რომ დაიწყოს ბრიუსელიდან საუბარი, რომ საქართველომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება უნდა დაუშვას, წარმოიდგინეთ, ქვეყნის უდიდესი მოსახლეობის ნაწილში რა რეაქცია მოჰყვება ამ ყველაფერს. ასე რომ, პრინციპების და სუვერენიტეტის დაცვა ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ხელისუფლების ვალდებულებაა“, - ამბობს აბაშიძე.

მედია პოლიტიკის ექსპერტი გიორგი ახვლედინი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ირაკლი კობახიძის მხრიდან ასეთი პრინციპული განცხადების გაკეთება, სწორედ, ევროპიდან, ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი იყო.

„ძალიან გამბედავი და პრინციპული ნაბიჯი იყო კობახიძის მხრიდან მსგავსი განცახდების გაკეთება, მით უმეტეს გერმანიიდან. გერმანია ევროკავშირში მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიმღები ქვეყნაა. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო შოლცთან კობახიძის ერთგვარი გაპაექრება. ეს იყო ჩვენი ხელისუფლების და პრემიერის მხრიდან პრინციპულობის დემონსტრირება.

პრემიერის პოზიციით გამოჩნდა, რომ ყოველთვის, საქართველოს ინტერესებია ჯერ მნიშვნელოვანი. ერთმანეთის საპირწონედ დევს საქართველოს უსაფრთხოების ინტერესები, რასაც პირდაპირ უკავშირდება, უცხო ქვეყნიდან შემოსული მილიონობით თანხების გამჭვირვალობა. მეორე, ამ შემთხვეავში საქართველოზე გავლენის ხელახალი მოპოვების მცდელობა, რომელიც გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს აქვთ. იქნება ეს ევროპაში თუ ამერიკაში. ჯერჯერობით ვერანაირიად ვერ ეგუებიან, ვერც ევროპელები და ვერც ამერიკელები, რომ საქართველო ვასალი სახელმწიფო აღარ არის. ეს პატარა ქვეყანა პრინციპულობას რომ იჩნენს, ვერ იტანენ“, - ამბობს ახვლედიანი.

მისივე თქმით, ევროპა საქართველოს ხელისუფლების პრინიპულობას რთულად ეგუება და ეს ჩვენი პარტნიორებისთვის რთულად აღსაქმელი და დასაჯერებელია.

„აქედან გამომდინარე, ამ პოლიტკური ბრძოლის ასპარეზზე პრემიერ კობახიძის პრინციპული და პირდაპირი პოზიცია, ძალიან მნიშვნელოვანი იყო. საქართველოს პრემიერმა, ჩვენი ქვეყნის პრინციპულობის და ერთგულების დემონსტრირება მოახდინა. დღეს ევროპელებმა გაცილებით უფრო ახლოდან და კარგად გაიგეს, რომ საქართველო უპირველეს ყოვლისა, ჯერ თავის სახელმწიფოებრივ ინტერესებს გაატარებს. როდესაც ჩვენი პარტნიორები გაიაზრებენ და დაინახავენ, რომ ეს არის საქართველოს ურყევი ნება, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი ამ კანონს გაცილებით ობიექტურად შეხედავენ“, - ამბობს ახვლედიანი.

რაც შეეხება იმას, რა ნაბიჯები შესაძლოა იმ შემთხვევაში გადადგას ევროპამ, თუკი „ოცნება“ ამ კანონს მაინც მიიღებს, ახვლედიანი ამბობს, რომ თუკი ევროპა მკაცრ ნაბიჯებს გადადგამს საქართველოს წიანააღმდეგ, ეს საკმაოდ აბსურდული იქნება, რაც მოსახლეობაში უკურეაქციას გამოიწვევს.

„ძალიან დიდი აბსურდი იქნება, თუკი „გამჭვირვალობის კანონი“ ვიზალიბერალიზაციის გაუქმების ან სტატუსის უკან გაწვევის წინაპირობა გახდება, ან ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების მიზეზი. ეს იმდენად არაადეკვატური ქმედება იქნება, პრაქტიკულად, გამოვრიცხავ, რომ მსგავსი რაღაცა მოხდეს. ჩვენ ყველას კარგად გვექნება მაშინ რეალობა გადასააზრებელი, საერთოდ, რა არჩევანის წინაშე ვდგავართ, სად მივდივართ, რა ორიენტირს ვიღებთ - სადაც გამჭვირვალობის გამო, შეიძლება ქვეყნის დანგრევა მოგვთხოვონ, თანაც იმ კანონის, რომელიც უფრო მკაცრი რეგულაციებით თვითონ აქვთ? რაც არ უნდა შოლცმა გვარწმუნოს, რომ თითქოს ევროკავშირში ამდაგვარი არაფერი არ ხდება, ჩვენ ხომ კითხვაც ვიცით და წაკითხულის გააზრებაც შეგვიძლია. ეს არ არის ის მხოლოდ შოლცმა რომ იცის. იმ ინიცირებულ კანონსაც წავიკითხავთ, რომელიც ევროკავშირშია და საფრანგეთშიც რაც არის. ჩვენზე გაცილებით მკაცრი რეგულაციებია მათ კანონში მოცემული. ხომ არ შეიძლება საკუთარი თავი მოვატყუოთ იმისთვის, რომ ვიღაცამ მხარზე ხელი წაგითათუნოს“, - ამბობს ახვლედიანი.

ცუგო- კომიკურ მდგომარეობაში აღმოჩნდა შოლცი, ასეთი რანგის ადამიანი არ უნდა ითხოვეს ასეთი ცინიკური ფორმით, თუნდაც პატარა ქვეყნის მეთაურისგან, მეორედ, ხაზს ვუსვამ მეორედ, რადგან, შოლცის ცინიკურობის დიდი წილი ამაშია, წარმოდგენილი კანონპროექტის უკან გაწვევას...
P. s. პრემიერის პასუხი სიამაყეს მგვრის, ჩვენი ქვეყანა ნელ-ნელა, მაგრამ ჯიუტად იბრუნებს დაკარგულ სახელმწიფოებრიობას👍
2 კვირის უკან
Maverick ცუგო გეთანხმები!
არ მეგონა, რომ პრემიერი ხისტი წინააღმდეგობით ირ. რარიბაშვილს მხარში ამოუდგებოდა!
თუმცა, მაინც ვიტყვი:
დიდად მადლიერი ვიქნები ირ. კობახიძის, მის მიერ მიღებული კონსტიტუციის მუხლს პარტიული სიით არჩევითობის შესახებ თუ შეცვლის, აღადგენს პროპორციული წესით არჩევითობის უფლებებს!
2 კვირის უკან