საუდის არაბეთის სუპერთასის მატჩის შემდეგ, „ალ-იტიჰადის“ თავდამსხმელმა აბდერაზაკ ჰამდალამ გულშემატკივართან საქმის გარჩევა დაიწყო.
მაროკოელი პოდიუმზე ავიდა და მამაკაცს ბოთლიდან წყალი შეასხა. საპასუხოდ, გულშემატკივარმა ამოიღო ღვედის მსგავსი საგანი და მოუქნია. საქმე ჩხუბამდე არ მისულა. ორივე სხვადასხვა მხარეს გადაიყვანეს.
მატჩი „ალ-ჰილალმა“ მოიგო, რომელმაც „ალ-იტიჰადი“ ანგარიშით 4:1 დაამარცხა. ჰამდალამ თავისი გუნდის ერთადერთი გოლი გაიტანა.