საუდური „ალ-ჰილალის“ ფორვარდმა ნეიმარმა ქალიშვილის დაბადების დღეზე ტელეფონით პოკერი ითამაშა.
სუფრასთან ზეიმის დროს 32 წლის ბრაზილიელს ტელეფონი გვერდით ჰქონდა ჩართული ონლაინ პოკერით.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნეიმარი შესაძლოა „სანტოსში“ 2025 წელს დაბრუნდეს.
მიმდინარე სეზონში 32 წლის ნეიმარმა „ალ-ჰილალში“ 5 მატჩი ჩაატარა, 1 ბურთი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ფეხბურთელის კონტრაქტი საუდურ კლუბთან 2025 წლის ივნისის ბოლომდე მოქმედებს.