ანჩელოტი:

ანჩელოტი: "მსაჯი გუნდების დონეზე არ იყო"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩის (3:3) შემდეგ ისაუბრა. ის თავისი გუნდის თამაშით კმაყოფილი იყო და საპასუხო მატჩისთვის ოპტიმისტური განწყობა აქვს.

„კარგი თამაში იყო, ფეხბურთისთვის სამაგალითო, სხვაგვარად არც შეიძლებოდა ყოფილიყო იმ ხარისხიდან გამომდინარე, რაც ორივე გუნდს აქვს. სანამ გვქონდა მაღალი ტემპის შენარჩუნების შანსი, თამაშს კარგად ვაკონტროლებდით, შემდეგ მან ორჯერ დაგვსაჯეს. ფრე სამართლიანი შედეგია, რომელმაც საპასუხო მატჩისთვის თავდაჯერება მოგვცა. ერთადერთი დასანანი ისაა, რომ 2:1-ზე მომენტები უკეთ უნდა გამოგვეყენებინა.

ამ მსაჯზე კარგი წარმოდგენა მაქვს, მაგრამ ის არ იყო გუნდების დონეზე, მას ცოტა გამოცდილება აკლდა. ჩვენს სტადიონზე თამაში ძალიან გვეხმარება, მაგრამ იგივეს გაკეთება ჩვენი ფანების გარეშე მანჩესტერში მოგვიწევს.

ჩემი მე-200 მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე? პირველი ვფიქრობ პრაღის „სპარტასთან“ იყო (როცა „პარმაში“ მუშაობდა - რედ), მაშინ მატჩი 0:0 დასრულდა და საგოლე მომენტები ცოტა იყო, დღევანდელი მატჩისგან სრულიად საპირისპირო თამაში იყო“, - თქვა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტი“ მადრიდის „რეალს“ საპასუხო მატჩში 17 აპრილს უმასპინძლებს.