გვარდიოლა:

გვარდიოლა: "ფოდენის და გვარდიოლის გოლები ცუდი არ იყო"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა მადრიდის „რეალთან“ მატჩის შედეგით (3:3) კმაყოფილი იყო. როგორც ესპანელმა აღნიშნა, საკუთარ მოედანზე გაიმარჯვებენ და ნახევარფინალში გავლენ.

„ლამაზი თამაში იყო, შედეგი მისაღებია და ახლა ჩვენი გულშემატკივრის წინაშე გავიმარჯვებთ, რომ ნახევარფინალში გავიდეთ. ფოდენის გოლი ცუდი არ იყო, ისევე როგორც გვარდიოლის.

პრემიერლიგაში დასვენება არასდროს გვაქვს, მაგრამ გაოცებული ვარ ჩემი ფეხბურთელებით, რადგან ისინი ამ ტემპის მიუხედავად არასდროს ჩერდებიან“, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტი“ მადრიდის „რეალს“ საპასუხო მატჩში 17 აპრილს უმასპინძლებს.