ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ალესანდრო დელ პიერომ განაცხადა, რომ „რეალი“ – „მანჩესტერ სიტის“ მატჩი (3:3) ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
„რაც ვნახეთ, ალბათ, ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, თამაში დონით, გოლების სილამაზით. როდესაც ასეთი დიდი მნიშვნელოვანი მატჩებია, უფრო მეტად ფრთხილობენ, ამის ნაცვლად კი, ვნახეთ ორი გუნდი, რომლებიც გახსნილ ფეხბურთს თამაშობდნენ.
ეს მატჩი კვირის განმავლობაში ხშირად უნდა განმეორდეს, სპორტის მანიფესტი იყო. ფოდენს საოცარი თვისებები აქვს, ასეთი გოლის გატანას ხარისხი სჭირდება“, - თქვა დელ პიერომ.
შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტი“ მადრიდის „რეალს“ საპასუხო მატჩში 17 აპრილს უმასპინძლებს.