„ლივერპულმა“ ამორიმთან კონტრაქტის თაობაზე სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია

„ლივერპულმა“ ამორიმთან კონტრაქტის თაობაზე სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია

„ლივერპულმა“ სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია ლისაბონის „სპორტინგის“ მთავარ მწვრთნელ რუბენ ამორიმთან - წერს ტვიტერზე ჟურნალისტი და ინსაიდერი ფლორიან პლეტენბერგი.

წყაროს ცნობით, პორტუგალიელ სპეციალისტს მერსისაიდურ კლუბში გადასვლა სურს, რომელმაც მას 2027 წლის ზაფხულამდე შესთავაზა კონტრაქტი. ამ ეტაპზე „ლივერპული“ „სპორტინგთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

შეგახსენებთ, რომ ამორიმის ამჟამინდელი შრომითი ხელშეკრულება ლისაბონურ კლუბთან 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თუ უცხოურ კლუბს 2024 წლის ზაფხულში 39 წლის სპეციალისტის სამუშაოდ მოწვევა სურს, კომპენსაციის სახით „მწვანე-თეთრებისთვის“ 20 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ რუბენმა „სპორტინგი“ 2020 წლის მარტში ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით კლუბმა მოიგო პორტუგალიის ჩემპიონატი (2020/2021), ორჯერ ქვეყნის თასი (2020/2021, 2021/2022) და პორტუგალიის სუპერთასი (2021/2022).