კანადის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად შესაძლოა ფრენკ ლამპარდი დაინიშნოს.
The Telegraph-ის ინფორმაციით, კანადის ფეხბურთის ფედერაცია ახალ მწვრთნელს ეძებს, რომელიც გუნდს 2026 წლის მუნდიალზე უხელმძღვანელებს, რომლის ერთ-ერთი მასპინძელი სწორედ კანადა იქნება.
ფრენკ ლამპარდი ბოლოს „ჩელსის“ თავკაცი იყო, მანამდე კი, „ევერტონსა“ და „დერბი ქაუნთიშიც“ აქვს ნამუშევარი.