იტალიის სერია A-ს 26-ე ტურში „ვირტუს ბოლონია“ სტუმრად „ვენეციას“ დაუპირისპირდა და უშუალო კონკურენტი მარტივად დაამარცხა.
ბოლონიელებმა თავიდანვე დიდი უპირატესობა მოიპოვეს. „ვენეციამ“ მხოლოდ მეოთხე პერიოდში აჯობა მეტოქეს, თუმცა, ამას შედეგზე გავლენა არ მოუხდენია, რადგან სტუმრებმა 89:70 გაიმარჯვეს.
თორნიკე შენგელიამ 19 წუთში 16 ქულა, 2 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 8-დან 5 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.
„ვირტუს ბოლონია“ 18 გამარჯვებით და 8 მარცხით მეორე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში საკუთარ მოედანზე 14 აპრილს, „კრემონას“ დაუპირისპირდება.