„ვირტუს ბოლონია“ საშინელ ფორმაშია და ევროლიგაში ზედიზედ მეექვსე თამაში წააგო, ამჯერად სტუმრად „ოლიმპია მილანოსთან“.
ლუკა ბანკის გუნდს შანსი არ ჰქონია, მხოლოდ მეოთხე პერიოდში აჯობა მეტოქეს და საბოლოოდ, 75:90 დამარცხდა.
თორნიკე შენგელია საუკეთესო იყო. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 24 წუთში 21 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. თორნიკემ 10-დან 6 ორქულიანი და 10-დან 9 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 2 სამქულიანი ააცილა. 21 ქულით შენგელია მატჩის საუკეთესო მექულე გახდა.
„ვირტუს ბოლონია“ 17 მოგებით და 16 წაგებით მეცხრე ადგილამდე დაქვეითდა, თუმცა, პლეი-ოფში მოხვედრა გარანტირებული აქვს. რეგულარული სეზონის ბოლო ტურში ბოლონიელები 12 აპრილს, „ბასკონიას“ უმასპინძლებენ.