საქართველოს ნაკრების და „ნაპოლის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია „ბარსელონას“ დაუკავშირეს.
As-ის ინფორმაციით, ქართველი შემტევი მომდევნო ზაფხულისთვის კატალონიელთა სიაშია. ჯერჯერობით, სხვა დეტალები უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ „ნაპოლის“ არ სურს ხვიჩას გაყიდვა. ესპანური გაზეთის ცნობით, ბოლო კვირებში კატალონიელებმა დაამყარეს კონტაქტი, რათა გაიგონ, რამდენად არის ტრანსფერის განხორციელება შესაძლებელია.
თითქმის გადაწყვეტილია, რომ ნეაპოლელებს ზაფხულში ვიქტორ ოსიმენი დატოვებს, შესაბამისად, გუნდის კიდევ ერთ ლიდერთან შელევა იტალიელთა გეგმებში არ შედის და კვარასთან კონტრაქტის განახლებას გაუმჯობესებული პირობებით ცდილობენ.
აურელიო დე ლაურენტისი არ ნებდება და ცდილობს ახალ კონტრაქტზე შეთანხმების მიღწევას, მაგრამ თავის მხრივ იტალიური მედია წერს, რომ მინიმუმ 130 მილიონი ევროს შეთავაზებაც შეიძლება შეცვალოს "ნაპოლის" პრეზიდენტის გეგმა და ხვიჩას გაყიდვას დათანხმდეს.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას 2022 წლიდან დღემდე „ნაპოლის“ მაისურით 81 მატჩში 24 გოლი აქვს გატანილი, 19-ჯერ კი საგოლე პასი მიითვალა.