საქართველოს ნაკრების და „უოტფორდის“ ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე გამოჯანმრთელდა, რომელსაც ბოლო მატჩი სიცხის გამო გაუცდა.
როგორც ინგლისური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ტომ ქლევერლიმ თქვა, გიორგი „პრესტონთან“ მატჩისთვის მზადაა.
„გიორგი ჩაკვეტაძე და ჯეკ გრივზი გამოჯანმრთელდნენ, ავადმყოფობიდა, რის გამოც ორშაბათს ვერ ითამაშეს, მაგრამ შაბათს გუნდის განკარგულებაში იქნებიან“, - თქვა ქლევერლიმ.
შეგახსენებთ, რომ „უოტფორდი“ ჩემპიონშიფში 40 ტურის შემდეგ 50 ქულით მე-14 ადგილზეა, ხოლო „პრესტონს“ 6 აპრილს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაუპირისპირდება.
გიორგი ჩაკვეტაძეს ინგლისურ კლუბში ჩატარებულ 34 შეხვედრაში 1 გოლი აქვს გატანილი, 3-ჯერ კი საგოლე პასი გააკეთა.