შალვა პაპუაშვილი დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის გათავისუფლებაზე: ეს არის პრემიერ-მინისტრის კომპეტენცია. მე მის გადაწყვეტილებებს ვერ განვმარტავ

შალვა პაპუაშვილი დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის გათავისუფლებაზე: ეს არის პრემიერ-მინისტრის კომპეტენცია. მე მის გადაწყვეტილებებს ვერ განვმარტავ

შალვა პაპუაშვილმა უპასუხა ჟურნალისტების კითხვას დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის, შალვა ლომინაძის გათავისუფლების შესახებ. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მსგავსი საკადრო გადაწყვეტილებები პრემიერ-მინისტრის კომპეტენციაშია.

„რაც შეეხება საკადრო გადაწყვეტილებებს, ეს არის პრემიერ-მინისტრის კომპეტენცია და ის განმარტავს როგორ იღებს გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, მე მის გადაწყვეტილებებს ვერ განვმარტავ. საკადრო გადაწყვეტილებები არის მისი გადაწყვეტილება“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

საქართველოს დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი შალვა ლომიძე თანამდებობიდან გათავისუფლდა.