ქართველი პოლიტოლოგები: ბრიუსელის შეხვედრა საფუძველს ჩაუყრის ახალ დაძაბულობას რეგიონში

ქართველი პოლიტოლოგები: ბრიუსელის შეხვედრა საფუძველს ჩაუყრის ახალ დაძაბულობას რეგიონში

ქართველი ექსპერტები 5 აპრილს ბრიუსელში, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს, აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან და ევროკომისიის პრეზიდენტ, ურსულა ფონ დერ ლაიენთან დაგეგმილ სამმხრივ შეხვედრას რეგიონისთვის ახალი საშიში ეტაპის დასაწყისად მიიჩნევენ.

სამხედრო ექსპერტმა, ვახტანგ მაისაიამ report.az-ის თბილისის ბიუროსთან საუბრისას აღნიშნა, რომ შეხვედრაზე მხოლოდ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მიწვევა ნორმალური არ არის.

„მოლაპარაკებებზე არ არიან მიწვეულნი საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ოფიციალური პირები, რომლებიც რეგიონში მშვიდობისა და განვითარებისთვის მუშაობენ. ეს არ შეიძლება ჩაითვალოს ნორმალურად“, - განაცხადა მაისაიამ.

პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ არსებობს რეგიონში ახალი გაერთიანებისა და ალიანსის შექმნის იდეა.

 „ეს ალიანსი ჩამოყალიბდება აშშ-სა და ევროკავშირის უშუალო მონაწილეობით და დრო გვიჩვენებს, რომელი ქვეყნები შეუერთდებიან მას. შეიძლება იყოს სხვა ალიანსებიც. საუბარია აზერბაიჯანის, თურქეთისა და პაკისტანის გაერთიანებაზე. რუსეთი იზოლირებული იქნება, საქართველო კი აქ ნეიტრალური იქნება. ვფიქრობ, მალე ახალი ალიანსების მოწმენი ვიქნებით. ეს აუცილებელია რეგიონის უსაფრთხოებისთვის“- აღნიშნა მაისაიამ report.az-თან საუბრისას.

რაც შეეხება იმას, თუ სად იქნება ირანი, ექსპერტის აზრით, თეირანი, დიდი ალბათობით, გაერთიანდება რუსეთთან: „ამგვარად, 3 დიდი ალიანსი ჩამოყალიბდება“.

პოლიტილოგ გიორგი ჯახაიანის თქმით, ბრიუსელის შეხვედრა ვადამდელ არჩევნებს უკავშირდება: „თუ ფაშინიანი ვადამდელ არჩევნებში გაიმარჯვებს, ის შემდგომ თანახმა იქნება გაზახის სოფლების გადაცემაზე აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების სანაცვლოდ“.

პოლიტოლოგი სიმონ კოპაძე ფიქრობს, რომ ვაშინგტონი და ბრიუსელი არ ცდილობენ რაიმე ახალი კონფლიქტის შექმნას. მისი თქმით, დასავლეთი მუშაობს, რომ სომხეთმა რუსეთს მინიმალური დანაკარგით დააღწიოს თავი.

„მოახლოებულ შეხვედრაზე განიხილება რუსეთის დაქვემდებარებაში გასვლის პროცესი. რა თქმა უნდა, ეს ჩემი მოსაზრებაა. რუსეთის გავლენისგან თავის დაღწევის გარდა, ამ შეხვედრაზე აქტუალური იქნება აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების საკითხიც. ის, რომ ბრიუსელის შეხვედრაზე მხოლოდ სომხეთი იყო მიწვეული, სხვა ფაქტორს უკავშირდება. ისინი ცდილობენ ფაშინიანი გაათვიცნობიერონ თუ რამდენად მნიშნელოვანია აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება“- განაცხადა სიმონ კოპაძე .

პოლიტოლოგი ავთანდილ მიქაცაძე ამბობს, რომ ეს შეხვედრა იმართება იმიტომ, რომ სომხეთი რუსეთისგან დაიცვან.

„დასავლეთს არაფერი დარჩა რეგიონში, ისინი, უბრალოდ, იცავენ თავიანთ გავლენას, ინტერესებს და ინვესტიციებს რეგიონში. ოფიციალური ერავანი კარგად იყენებს სიტუაციას. დასავლეთს სამხრეთ კავკასიაში რეალური მოკავშირეები არ ჰყავს, რადგან ანკარაში, ბაქოსა და თბილისის ამჟამინდელ ხელისუფლებას ესმის მათი თამაშების. მაგრამ თუ სომხეთში პრემიერი შეიცვლება, მაშინ ყველაფერი გაუარესდება“.

მისი აზრით, მშვიდობისთვის მომუშავე ანკარა-ბაქო-თბილისს შეუძლიათ უზრუნველყონ გრძელვადიანი სტაბილურობა რეგიონში: „სამწუხაროა, რომ დასავლეთი კარგავს საქართველოს მაშინ, როცა რეგიონში სომხეთის გვერდით დგას. თითქოს ყველა რესურსი გამოიყენება, რომ თბილისი სისტემატიურად გადასცენ რუსეთს“.

Aburjga Tasmanieli შექმნის აბა რას იზამს?! სწორედ მაგისთვის დაიგეგმა ეს შეხვედრა!
8 თვის უკან