სტივ კინი:

სტივ კინი: "პრემიერლიგაში რომ ვიყო, პირველ რიგში, არაბიძეს წავიყვანდი"

ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა სტივ კინმა გიორგი არაბიძის შესახებ ისაუბრა. როგორც შოტლანდიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ისევ პრემიერლიგაში რომ მუშაობდეს, ინგლისში პირველ რიგში არაბიძეს წაიყვანდა.

"დღესაც რომ პრემიერლიგაში ვმუშაობდე, გიორგი არაბიძე იქნებოდა პირველი ფეხბურთელი, რომელსაც ინგლისში წავიყვანდი. ის ლიდერია და ზუსტად ეს გამოარჩევს სხვებისგან - ზეწოლის ქვეშ თამაში მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, ნებისმიერი სირთულის გადალახვა შეუძლია. კაპიტნის სამკლაურით გამოვიდა და სამუშაო, რომელიც დღეს მოედანზე გასწია, სიტყვებით შეუფასებელია", - თქვა კინმა.

შეგახსენებთ, „ტორპედომ“ „კოლხეთი“ 3:2 დაამარცხა და გიორგი არაბიძემ დუბლი შეასრულა.