საქართველოს მორაგბეთა ნაკრები დიდი ალბათობით ტესტ-მატჩს იტალიის ნაკრებთან გამართავს.
როგორც Sky Sports-ი იტყობინება, შეხვედრა 17 ნოემბერს იტალიაში გაიმართება, მასპინძელი ქალაქი კი, უცნობია. ჯერჯერობით, ინფორმაციას ოფიციალურად არცერთი მხარე ადასტურებს.
საქართველო იტალიას სულ ხუთჯერ შეხვდა და ერთხელ მოიგო, ხოლო ოთხჯერ მარცხი განიცადა. ერთადერთი გამარჯვება „ბორჯღალოსნებმა“ ბოლო დაპირისპირებაში მოიპოვეს, 2022 წლის ივლისში.
აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრები ივლისში ფიჯის, იაპონიისა და ავსტრალიის ნაკრებების წინააღმდეგ ჩაატარებს მოსამზადებელ შეხვედრებს.