„ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მზადაა იტალიელ სპეციალისტს ანტონიო კონტეს შესთავაზოს კონტრაქტი წელიწადში 8 მილიონი ევროს ოდენობით, რათა ის ნეაპოლიტანური კლუბის მთავარმწვრთნელობას დათანხმდეს - წერს Goal.com.
წყაროს ცნობით, დე ლაურენტისს მიაჩნია, რომ კონტე ის სპეციალისტია, რომელსაც შეუძლია „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონატში წამყვან პოზიციაზე დააბრუნოს. ნეაპოლიტანური კლუბის მფლობელი მზადაა 54 წლის სპეციალისტს შესთავაზოს ფართო უფლებამოსილებები კლუბის სატრანსფერო პოლიტიკის მართვისა და ახალი სპორტული დირექტორის დანიშვნაში.
კონტეს ბოლო სამუშაო ადგილი „ტოტენჰემი,“ გახლდათ, რომელსაც ის 2021 წლის ნოემბრიდან 2023 წლის მარტამდე წვრთნიდა.
მიმდინარე სეზონში სერია A-ს 30 მატჩის შემდეგ „ნაპოლის“ 45 ქულა აქვს და მერვე ადგილზეა.