რუსული დრონი, რომელიც სამიზნეს კიდევ ერთხელ ასცდა - „ეს მიზანმიმართული ქმედება, შესაძლოა, ნატო-ს ჩათრევის ერთ-ერთი მცდელობა იყოს“

რუსული დრონი, რომელიც სამიზნეს კიდევ ერთხელ ასცდა - „ეს მიზანმიმართული ქმედება, შესაძლოა, ნატო-ს ჩათრევის ერთ-ერთი მცდელობა იყოს“

რუმინეთის ტერიტორიაზე რუსული დრონი ჩამოვარდა, ხოლო ჩამოვარდნამდე მან 23 კოლომეტრი იფრინა. ანალიტიკურ წრეებში მსგავსი ტიპის შემთხვევებს, როდესაც რუსეთის მიერ გაშვებული დრონი თუ რაკეტა სამიზნეს სცილდება და სულ სხვა ტრაექტორიით მიდის, რუსეთის პროვოკაციის მცდელობად თვლიან. მიიჩნევა, რომ აღნიშნულმა, შესაძლოა, მიგვიყვანოს დასავლეთის ქვეყნებსა და რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირებამდეც კი, რაც მასშტაბურ სახეს მიიღებს და საერთაშორისო საზოგადოებისთვის დიდი ზიანის მომტანი იქნება.

როგორც რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა, მარჩელ ჩოლაკუმ განაცხადა, რუსული დრონი რუმინეთის ქალაქ ბრეილადან 8 კილომეტრის მოშორებით ჩამოვარდა. მისი თქმით, დრონის ჩამოვარდნის კრატერიდან გამომდინარე, მას ფეთქებადი ელემენტები არ ჰქონდა და სხვა არეალში ჩამოვარდნის შემთხვევაშიც ზიანს არ გამოიწვევდა.

„რამდენიმე წუთის წინ თავდაცვის მინისტრს ველაპარაკე. პერიმეტრი წინა ღამიდან დახურულია. გამოძიება მიმდინარეობს. ეს პირველი შემთხვევა არ არის, მინდა რომ ბოლო იყოს, მას არავის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ არ დაუყენებია“, - განაცხადა ჩოლაკუმ.

ადგილობრივი გამოცემები აღნიშნავენ, რომ დრონმა რუმინეთის ტერიტორიაზე 23 კილომეტრი იფრინა და მასზე დატანილი წარწერები რუსულ მარკირებას ჰგავს, რომელსაც „შაჰედის“ ტიპის დრონებზე აკეთებენ.

საქართველოს ყოფილი მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი For.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ რუსეთი ცდილობს დასავლეთი თავის თამაშში ჩართოს. მისი თქმით, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ალიანსის წევრი სახელმწიფოები მაქსიმალურად ცდილობენ, კრემლის მიერ წამოწყებულ თამაშს არ აჰყვნენ და რუსული დრონისა თუ რაკეტის მათ ტერიტორიაზე ჩამოგდების აუცილებლობა თავიდან აიცილონ.

„რუსეთი პრობლემას ეძებს, მას უნდა გააფართოვოს საბრძოლო მოქმედებების არეალი უკრაინის გარეთ, რათა ჰქონდეს საფუძველი, რომ დაარტყას ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს. ვფიქრობ, ეს ყველას ესმის და მაქსიმალურად ცდილობენ, რუსეთს ამის საფუძველი არ მისცენ. თუ განსაკუთრებულ და შეუქცევად საფრთხეს არ გრძნობს, ამ უტიფარ გამოხდომას ნატო ადეკვატურად არ უპასუხებს. ის აშკარად ეთამაშება და ნატო-ს წევრი სახელმწიფოები ცდილობენ, ამ თამაშში არ ჩაჰყვნენ. თუ არ მოყვება დაბომბვა, ადამიანების დაღუპვა, ან მატერიალური ქონების დაზიანება, ყველაფერს მაქსიმალურად აიტანენ. თუმცა, თუ მოჰყვა შენობის სერიოზული ნგრევა, ან ადამიანის დაღუპვა, ალბათ, მოუწევთ ადეკვატური პასუხის გაცემა.

დღეს რუსეთი მარტოა. ჩრდილოეთ კორეაც კი, რომელიც რუსეთს იარაღით ეხმარება, ამას აკეთებს ჩუმად. რუსეთთან არავის აქვს დადებული სამოკავშირეო ხელშეკრულება, რომ ვიღაცის წინააღმდეგ შეტევა განახორციელოს. შესაძლოა, მოხდეს საბრძოლო მოქმედებების ესკალაცია უკრაინის ტერიტორიის გარეთ, მაგრამ მესამე მსოფლიო ომის მასშტაბის არ იქნება. ამ შემთხვევაში, ნატო მოსკოვს არ დაბომბავს, თუმცა, მაგალითად, შავ ზღვაში აღარ იქნება რუსეთის ფლოტი - ნატო რუსეთის პარალიზებას შეძლებს. თუ ამის შემდეგ, რუსეთმა გამოიყენა ტაქტიკური ხასიათის ბირთვული იარაღი, ნატო-ს ქვეყნებიც, ალბათ, უკან არ დაიხევენ. პუტინის რუსეთი უნდა გააჩერონ, რომ ვერ მოახერხოს მსოფლიოს შანტაჟი“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ რუსეთის მსგავსი მანევრირება პროვოკაციის მოწყობის მცდელობით აიხსნება. მისი შეფასებით, თუკი ნატო-ს წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე რუსეთის მიერ გაშვებული დრონის ან რაკეტის ჩამოვარდნის შემთხვევები გახშირდება, ალიანსმა, შესაძლოა, მეხუთე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებაც კი აამოქმედოს.

„ნატო-ს ქვეყნების საჰაერო სივრცეების დარღვევა, შესაძლოა, იყოს მორიგი პროვოკაცია, რომ რუსეთმა მოახდინოს საომარი მოქმედებების უფრო მეტად დეესკალაცია. ეს მიზანმიმართული ქმედება, შესაძლოა, ნატო-ს ჩათრევის ერთ-ერთი მცდელობა იყოს. თუკი ეს ხშირად განმეორდება, ნატო-მ, შესაძლოა, აამოქმედოს მეხუთე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება. შესაბამისად, ეს შეიძლება იყოს ნატო-რუსეთის კონფლიქტის ერთგვარი წინაპირობა.

ეს, რა თქმა უნდა, არის მესამე მსოფლიოს ომის ტოლფასი დასავლეთსა და რუსეთს შორის. დასავლეთმა ყველაფერი აამოქმედა რუსეთის წინააღმდეგ, რაც შეიძლებოდა რომ აემოქმედებინა. პოლიტიკური ომიდან შეიძლება გადავიდეთ სამხედრო ომამდე, რაც სერიოზული გამოწვევა იქნება საერთაშორისო საზოგადოებისთვის“, - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ For.ge-სთან საუბარი.

აქვე შეგახსენებთ, რომ დრონი ხუთშაბათს ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 21:45 საათზე ჩამოვარდა და თვითმხილველები აღნიშნავენ, რომ მისი ჩამოვარდნის დროს ხმამაღალი აფეთქების ხმა გაისმა. წყაროების ინფორმაციით, ეს რუსული დრონი იყო, რომლის სამიზნესაც დუნაიზე მდებარე უკრაინული პორტები წარმოადგენდნენ, თუმცა მას GPS ნავიგაციის სისტემამ უმტყუნა.

trampi მერე ამ ჟანგიანი ტანკების პატრონ პუტინს ნატო რომ ჩაერიოს არ ეშინიააა??

ვააააა .............. ეს ხალხი ესე რამ დააშტერა?? თუ ძალათ იშტერებენ თავებს??...
ესე იგი რუსეთი თავის თავში ისეა დარწმუნებული, რომ ნატოც და ტასოც სუ კიტრზე ჰკიდია ხომ??
/პირიქით უნდა რომ ისინიც ჩაერიონ და ბარემ ისინიც მიქინძოს ხომ??
ამათ კიდევ ჩინეთისგან სესხულობს ტყვიებსო..................
ესეიგი ისე არიან აჟიტირებულები რომ სასურველს რეალობისგან არ არჩევენ

საფრანგეთის არხზე ჩათლახი ტოლსტოი გამოვიდა (წინაპარივით ძააან შოვინისტი) ფრანგუ;ლად ლაპარაკობდა..... ფრანგებს ეძახა--- წამოდით უკრაინაში საბრძოლველად, წამოდით, ერთს არ გამოგიშვებთ იქიდან ცოცხალსო ..... 157 კაც ხომ მოგიკალით, სუყველას დედებს მიგიქინძავთ ..მთელ ევროპასო,,
ის საწყალი დიქტორი სუ დაპატარავდა ე მანდ მე აქვე არ მიმქინძოსო ....... არადა ეს ტოლსტოი ერთერთი პირველი ქართველთმოძულეა , მაგას რო ვუსმენ ტელევიზორი მინდა გავტეხო ხოლმე .... ძაან შოვინისტია, ძაან
არადა ეს საწყალი უკრაინელები ძაან მეცოდებიან -----------ეს რა დღეში ჩაყარა ოკეანის გაღმიდან ამ მამაძაღლმა არქიფო სეთურმა ?
თან ეს რუსები სუ ახალ ახალ იარაღს ცდიან და ცდიან-- ყოველი ახალი ბომბა წინაზე უარესია, უბედურებაზე უბედურებააა .... მოკლედ ძაან აი ძაან მეცოდება უკრაინა...ჯეილობაში მქონდა იქ გავლა გამოვლები,... ასეთუ ისე ცოტათი მაინც ვიცნობ უკრაინას...დონეცკს, ხარკოვს
ამ ყველაფრის ფონზე კიდე ტელევიზიით საწყალი ხალხის გულის გასახეთქად, უკრაინელი მაღთალჩინოსნების შვილების ამერიკულ გერმანულ გრიალს აჩვენებენ
მოკლედ საწყალი უკრაინელი ხალხი

მოკლედ ისე მეცოდებიან ეს უკრაინელ;ები რომ ოღონდ იმათ დასახმარებლად წავიდნენ ნაცები და სამალიოტს მე ვქირაობ--- გავყიდი სახლკარს და სამალიოტს ვუქირავებ, ოღონდ იმ საწყალი უკრაინელების დასახმარებლად გაფრინდნენ
1 თვის უკან