ოსკაროსანი მსახიობი ლუის გოსეტი უმცროსი 87 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC იტყობინება.
გოსეტი იყო პირველი შავკანიანი ადამიანი, რომელმაც მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის „ოსკარი“ მიიღო - საუბარია 1982 წლის ფილმ „ოფიცერსა და ჯენტლმენში“ შესრულებულ როლზე.
გარდა ამისა, 1978 წელს სერიალ „ფესვებში“ შესრულებული როლისთვის გოსეტმა „ემი“ მიიღო.
ჰოლივუდის „დიდების ხეივანში“ გოსეტის სახელობის ვარსკვლავი არის გახსნილი.