არნოლდ შვარცენეგერმა გულზე ოპერაცია გადაიტანა

არნოლდ შვარცენეგერმა გულზე ოპერაცია გადაიტანა

მსახიობმა და კალიფორნიის შტატის ყოფილმა გუბერნატორმა არნოლდ შვარცენეგერმა გულზე ოპერაცია გადაიტანა. ამის შესახებ Men's Health-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ოპერაციის შესახებ შვარცენეგერმა თავის პოდკასტში Arnold's Pump Club ისაუბრა.

„გასულ ორშაბათს ოპერაცია გამიკეთეს, უფრო მეტად რომ დავსმგავსებოდი მანქანას: კარდიოსტიმულატორი ჩამიდგეს“, - განაცხადა მან.

76 წლის მსახიობისთვის ეს უკვე მეოთხე ოპერაციაა გულზე. კარდიოსტიმულატორის ჩადგმა მას ექიმებმა ურჩიეს, რადგან წინა ქირურგიული ჩარევების შემდეგ წარმოქმნილი ნაიარევი ქსოვილების გამო, შვარცენეგერის გულისცემა არარეგულარული გახდა.