საქართველო-საბერძნეთს მუნდიალის და ჩემპიონთა ლიგის ბოლო ფინალების არბიტრი იმსაჯებს

საქართველო-საბერძნეთს მუნდიალის და ჩემპიონთა ლიგის ბოლო ფინალების არბიტრი იმსაჯებს

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ფინალს, საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებებს შორის პოლონელები იმსაჯებენ.

მთავარი არბიტრი შიმონ მარჩინიაკია, რომელსაც პაველ სოკოლნიჩკი და ტომაშ ლისტკიევიჩი დაეხმარებიან, ხოლო მეოთხე არბიტრი ივან კრუჟლიაკი იქნება. VAR-ზე იმუშავებენ ტომაშ კვიატკოვსკი და ბარტოშ ფრანკოვსკი.

აღსანიშნავია, რომ შიმონ მარჩინიაკს საქართველო-საბერძნეთის მატჩი 2021 წლის 31 მარტს, უკვე აქვს ნამსაჯი. მაშინ მატჩი სალონიკში გაიმართა და ფრედ 1:1 დასრულდა (ოთარ კაკაბაძის ავტოგოლი და ხვიჩა კვარაცხელიას გოლი). იმ შეხვედრაში პოლონელმა 4 ბერძენი და 3 ქართველი ფეხბურთელი გააფრთხილა.

მარჩინიაკს საბერძნეთის ნაკრების მატჩები სხვა შემთხვევების განუსჯია, საქართველოსი კი - არა. ასე რომ, მეორედ მოუწევს ჩვენი გუნდის თამაშზე მუშაობა და ისევ ბერძნების წინააღმდეგ.

ზოგადად, პოლონელი ძალიან ცნობილი არბიტრია, ევროთასების ტური მის გარეშე არ ჩაივლის უკვე წლებია. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, სწორედ მან იმსაჯა ბოლო მსოფლიოს ჩემპიონატის (არგენტინა-საფრანგეთი) და ჩემპიონთა ლიგის ფინალები (მანჩესტერ სიტი-ინტერი). შარშან მან „ნაპოლი“ – „მილანზეც“ იმუშავა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, ის მატჩი 1:1 დასრულდა და ნეაპოლელები ასპარეზობას გამოეთიშნენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და საბერძნეთის მატჩი 26 მარტს, 21:00 საათზე „დინამო არენაზე“ გაიმართება.