„ბარსელონას“ თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ საუდის არაბეთიდან სარფიან შეთავაზებაზე უარი თქვა.
როგორც Mundo Deportivo რობერტის გარემოცვაზე დაყრდნობით იტყობინება, პოლონელ ფორვარდს არაბეთში სეზონში 100 მილიონს სთავაზობდნენ, მაგრამ ვეტერანმა თავდამსხმელმა ესპანეთში დარჩენა ამჯობინა.
უცნობია კლუბის ვინაობა, რომელიც გამოცდილი ფეხბურთელის გადაბირებას დიდი ფულის სანაცვლოდ ცდილობდა.
შეგახსენებთ, რობერტ ლევანდოვსკი „ბარსელონაში“ 2022 წლიდან თამაშობს და 85 მატჩში 53 გოლი აქვს გატანილი. მას კატალონიურ გრანდთან კონტრაქტი 2025 წელს ეწურება.