ევრო 2024-ის პლეი-ოფის ნახევარფინალები არამარტო C ლიგაში გაიმართა, რომლის ფინალში საქართველო და საბერძნეთი გავიდნენ, არამედ A და B ლიგებშიც.
A ლიგის ნახევარფინალში უელსმა ფინეთის ნაკრებს საკუთარ მოედანზე ადვილად, 4:1 აჯობა, ხოლო პრობლემა მეორე ნახევარფინალში არც პოლონეთს ჰქონია, რომელმაც ესტონეთი 5:1 გაანადგურა. ამრიგად, 26 მარტს, ფინალში უელსი და პოლონეთი შეხვდებიან, შესაბამისად, ევროსაგზურს გაითამაშებენ.
B ლიგაში ისრაელის ნაკრებს 4:1 მოუგო ისლანდიამ და ფინალშია, სადაც უკრაინას დაუპირისპირდება, რომელმაც ბოსნია სტუმრად დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.
ამრიგად, ევრო 2024-ის ბოლო 3 საგზურის მფლობელი 26 მარტს, შემდეგ წყვილებში გაირკვევა:
საქართველო - საბერძნეთი
უკრაინა - ისლანდია
უელსი - პოლონეთი