შაკირას თქმით, არ არის მართალი, რომ პიკე ღალატში მარწყვის ჯემით გამოიჭირა

შაკირას თქმით, არ არის მართალი, რომ პიკე ღალატში მარწყვის ჯემით გამოიჭირა

2022 წელს შაკირა და ჟერარდ პიკე ერთმანეთს დაშორდნენ, რაც ინტერნეტში დიდი განხილვის თემად იქცა. 12-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორების მიზეზად სოციალური ქსელების მომხმარებლები ღალატს ასახელებდნენ. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვერსიის მიხედვით კი, შაკირამ პიკე ღალატში მარწყვის ჯემით გამოიჭირა.

სოციალურ ქსელებში წერდნენ, რომ მოგზაურობიდან დაბრუნებულ შაკირას საყვარელი მარწყვის ჯემი შეჭმული დახვდა. რადგან პიკესა და მათ შვილებს მარწყვის ჯემი არ უყვართ, შაკირა მიხვდა, რომ ქმარი ღალატობდა. მართალია, ეს ინფორმაცია არავის დაუდასტურებია, თუმცა ინტერნეტმა მაშინვე აიტაცა და მიმებადაც აქცია.

The Sunday Times-თან ახლახან მიცემულ ინტერვიუში შაკირამ ყოფილ ქმართან დაშორებაზე ისაუბრა. კითხვაზე, იყო თუ არა დაშორების მიზეზი ჯემი, რომლითაც პიკე ღალატში გამოიჭირა, შაკირამ უპასუხა, რომ "ეს სიმართლე არ არის".

შაკირა და პიკე ერთმანეთს 14 წლის წინ შეხვდნენ, როცა პიკე მსოფლიო თასისთვის შაკირას სიმღერა Waka Waka-ზე გადაღებულ კლიპში მონაწილეობდა. მათ ორი საერთო შვილი — მილანი და საშა — ჰყავთ.

ინტერვიუში შაკირამ ყოფილ ქმართან ურთიერთობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პიკეს გამო ბევრ დათმობაზე უწევდა წასვლა. "დიდი ხნის განმავლობაში ჩემი კარიერა გვერდით მქონდა გადადებული, რათა ჟერარდთან ვყოფილიყავი და მას ფეხბურთი ეთამაშა. სიყვარულის გამო უამრავი რამ დავთმე", — განაცხადა მომღერალმა.

შაკირასა და პიკეს დაშორება მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში განსაკუთრებით მაშინ მოექცა, როცა შაკირამ ახალი სიმღერა გამოუშვა, რომლითაც ყოფილ ქმარს დასცინა. "22 წლის ასაკის ორი ტიპის ფასი მაქვს, შენ კი ფერარი [რენო] ტვინგოზე გაცვალე, ხოლო როლექსი — Casio-ზე", — ვკითხულობთ შაკირას სიმღერის ტექსტში. ეს კი იმას უკავშირდება, რომ შაკირასთან დაშორების შემდეგ პიკემ ურთიერთობა 23 წლის კლარა ჩიასთან დაიწყო.