კრისტენ სტიუარტმა ბოლო ინტერვიუში ბინდის გადაღებები გაიხსენა. მსახიობმა გაამხილა, რომ კაბა, რომელიც ბელასა და ედვარდის ქორწილისთვის ეცვა, ყოველთვის განსაკუთრებულად უყვარდა.
კაროლინა ჰერერას მაქმანებიანი კაბა განსხვავებული დიზაინით ყურადღებას მართლაც მარტივად იქცევს. კრისტენის თქმით, ტრადიციული სტილის ქორწილი რომ გადაეხადა, ბელას კაბა მისთვის იდეალური არჩევანი იქნებოდა.
"მახსოვს, როგორ ვიცვამდი ამ სცენის გადასაღებად და ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს რეალური ქორწილისთვის ვემზადებოდი. თუ გადავწყვეტდი, რომ ტრადიციული საქორწილო კაბა ჩამეცვა, ალბათ, არჩევანს კვლავ ამაზე შევაჩერებდი. ახლა მსგავსს აღარ ჩავიცვამდი, მაგრამ მადლიერი ვარ, რომ ამ კაბის მორგების საშუალება მქონდა", — აღნიშნავს სტიუარტი.
კრისტენი ახლა ნამდვილი ქორწილისთვის ემზადება. ბისექსუალი მსახიობი შეყვარებულ დილან მეიერზე 2021 წელს დაინიშნა. წყვილმა შეხვედრა 2019 წელს დაიწყო, ერთმანეთი კი 2013 წელს გაიცნეს. სტიუარტმა გაამხილა, რომ ყოველთვის უნდოდა, მისთვის ხელი ეთხოვათ და დილანმა ამას თავი შესანიშნავად გაართვა.