მანუელ ნოიერმა ტრავმის გამო გერმანიის ნაკრების შეკრება დატოვა

მანუელ ნოიერმა ტრავმის გამო გერმანიის ნაკრების შეკრება დატოვა

მიუნხენის „ბაიერნის“ და გერმანიის ნაკრების მეკარე მანუელ ნოიერმა ტრავმა მიიღო, რის გამოც მარტის ამხანაგურ მატჩებში „ბუნდესნაკრებს“ ვერ დაეხმარება.

ნოიერს კუნთის დაზიანება აღენიშნება, რის გამოც ნაკრების შეკრება უკვე დატოვა და მიუნხენში დაბრუნდა. ის ნიდერლანდებისა და საფრანგეთის ნაკრებებთან შეხვედრებს გამოტოვებს.

მანუელ ნოიერმა 2022 წლის შემდეგ 58 მატჩი გამოტოვა დაზიანებების გამო. ჯერჯერობით, ვეტერანი გერმანელი კიპერის ახალი ტრავმის სიმძიმე უცნობია.