36 წლის შემდეგ Beetlejuice ბრუნდება

36 წლის შემდეგ Beetlejuice ბრუნდება

ლეგენდარული Beetlejuice-ის გამოსვლიდან უკვე 36 წელი გავიდა, თუმცა მაყურებელს ფილმის პერსონაჟები დღემდე არ დავიწყებია. მალე Beetlejuice-ის მეორე ნაწილს ვიხილავთ, რომლის გადაღებებიც უკვე დაიწყო და პირველი ფოტოებიც გავრცელდა.

Beetlejuice-ის ორიგინალ ფილმში სიუჟეტი გარდაცვლილი წყვილის გარშემო ვითარდება, რომლებიც მოჩვენებებად მშვიდად ცხოვრობენ, სანამ მათ სახლში ახალი ოჯახი არ დასახლდება. როგორც უკვე ცნობილია, Beetlejuice-ის მე-2 ნაწილში სიუჟეტი ათწლეულების შემდეგ ვითარდება, სადაც ახალი პერსონაჟებიც ჩნდებიან და იმასაც გავიგებთ, როგორ გაგრძელდა მთავარი გმირების ისტორია.

უკვე ცნობილია მსახიობების სიაც, რომლებსაც Beetlejuice 2-ში ვიხილავთ. ბითლჯუსს, რა თქმა უნდა, მაიკლ კიტონი განასახიერებს, მონიმა ბელუჩი კი ბითლჯუსის ცოლის როლს შეასრულებს. ლიდიას კვლავ ვაინონა რაიდერი განასახიერებს, ხოლო ჯენა ორტეგა მისი შვილის როლს მოირგებს. ფილმში ასევე ვიხილავთ კეტრინ ო'ჰარას, უილემ დეფოს და ჯასტინ ტერუს, რომელმაც სერიალ The Leftovers-ში მთავარი როლი შეასრულა.

ფილმიდან გავრცელებულ ფოტოში კი ჯენა ორტეგას, ჯასტინ ტერუს, კეტრინ ო'ჰარას და ვაინონა რაიდერის პერსონაჟებს, სავარაუდოდ, დაკრძალვაზე შეკრებილებს ვხედავთ და როგორც ჩანს, ახალი ისტორიებიც სწორედ აქედან იწყება.

Beetlejuice 2-ის პრემიერა მსოფლიო კინოთეატრებში 6 სექტემბერს შედგება.