ავსტრალიის ერთ-ერთ ფერმაში ყველაზე დიდი მოცვი გაიზარდა, რომელმაც გინესის ახალი რეკორდი დაამყარა. ამის შესახებ The Indepedent-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, კენკრის დიამეტრი 39 მილიმეტრია, წონა კი 20 გრამს აღემატება. შესაბამისად, ამ კატეგორიაში, 2020 წელს დამყარებული წინა რეკორდი 4,2 გრამით გაუმჯობესდა. შედარებისთვის, ჩვეულებრივი მოცვის საშუალო წონა 1-3,5 გრამია.
„ეტერნას“ ჯიშის გიგანტური მოცვი ახალი სამხრეთ უელსის შტატის ერთ-ერთ ფერმაში მოიყვანეს. ფერმერების ცნობით, ზომას კენკრის გემოზე ნეგატიური გავლენა არ ჰქონია.