ევროლიგის 30-ე ტურში „ვირტუს ბოლონია“ სტუმრად კაუნასის „ჟალგირისთან“ 81:96 დამარცხდა. ბოლონიელებმა პირველი ტაიმი კარგად ჩაატარეს, მაგრამ მეორე ნახევარი ჩააგდეს და საბოლოოდ 15 ქულით წააგეს.
თორნიკე შენგელიამ 29 წუთში 19 ქულა, 3 მოხსნა, 5 პასი და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 7-დან 5 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, რის შედეგადაც, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 23-ს გაუტოლდა.
შენგელია, როგორც ქულებით, ისე მარგი ქმედების კოეფიციენტით ორივე გუნდში საუკეთესო იყო.
„ვირტუს ბოლონია“ 17 მოგებით და 13 წაგებით მეშვიდე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 22 მარტს, სტუმრად „ცრვენა ზვეზდას“ დაუპირისპირდება.