„ბაიერნის“ სპორტულმა დირექტორმა მაქს ებერლმა განაცხადა, რომ მიუნხენური კლუბი მწვრთნელად ისეთ სპეციალისტს ეძებს, ვისაც გრძელვადიან კონტრაქტს გაუფორმებენ.
„ახალი მწვრთნელის არჩევისას რაიმე შეზღუდვა რომ შემექმნა, დიდ შეცდომას დავუშვებდი. არის ვარიანტები და სია დროთა განმავლობაში მცირდება. ჩვენ გვჭირდება მწვრთნელი, რომელიც აქ დარჩება არა მოკლე დროით, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში. ეს მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე ეხება შემადგენლობის დაგეგმვასა და სტრატეგიას. მწვრთნელის ხშირი ცვლილებები ბოლო დროს კლუბისთვის პრობლემად იქცა“, - ციტირებს ებერლის სიტყვებს ტვიტერზე Bayern & Germany.
შეგახსენებთ, რომ „ბაიერნი,“ მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგის 26 ტურის შემდეგ, ცხრილში მეორე ადგილზეა და ლიდერ „ლევერკუზენს“ 10 ქულით ჩამორჩება. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ბავარიელთა მთავარი მწვრთნელი თომას ტუხელი კლუბს ზაფხულში დატოვებს.