მადრიდის „რეალის" მეკარე ტიბო კურტუას, მარჯვენა მუხლის შიდა მენისკის მოწყვეტის შემდეგ ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა. ამის შესახებ ესპანური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება.
„ჩვენს ფეხბურთელს ტიბო კურტუას დღეს წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა მარჯვენა მუხლის შიდა მენისკის მოწყვეტის შემდეგ, „რეალის" სამედიცინო სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ. კურტუა რეაბილიტაციის პროცესს უახლოეს დღეებში დაიწყებს", - ნათქვამია „რეალის" განცხადებაში.
შეგახსენებთ, მანამდე სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობინებოდა, რომ 31 წლის ტიბო კურტუა ორი თვის განმავლობაში გამოჯანმრთელდება. „რეალის" მეკარე გუშინ, 19 მარტს ვარჯიშზე დაშავდა.