ბარსელონას სასამართლომ დანი ალვეში 1 მილიონი ევროს ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

ბარსელონას სასამართლომ დანი ალვეში 1 მილიონი ევროს ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

ბარსელონას სასამართლომ ყოფილი ბრაზილიელი ფეხბურთელი დანი ალვეში 1 მილიონი ევროს ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა - წერს Marca.

მანამდე დანი ალვეშის ადვოკატმა ინეს გვარდიოლამ ბარსელონას სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა და მსჯავრდებულის საბოლოო განაჩენის გამოტანამდე გათავისუფლება მოითხოვა.

შეგახსენებთ, რომ შარშან იანვარში 40 წლის დანი ალვეშს ბარსელონას ღამის კლუბ Sutton-ში გოგონას გაუპატიურებაში წაუყენეს ბრალი. 20 იანვარს ყოფილი ფეხბურთელი დააკავეს. მოგვიანებით, ბრაზილიელს 4,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, ასევე მას დაეკისრა დაზარალებულისთვის 150 ათასი ევროს გადახდა მორალური კომპენსაციის სახით. პარალელურად, ესპანეთის პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავდა, რადგან მიიჩნია, რომ ალვეში უფრო მეტი დროით უნდა ყოფილიყო პატიმრობაში.