მადრიდის „რეალის

მადრიდის „რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა რობინიომ გაუპატიურების გამო პატიმრობის შესახებ კომენტარი გააკეთა

მადრიდის „რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა რობინიომ იტალიაში გაუპატიურების გამო ბრაალდებით პატიმრობის შესახებ ისაუბრა.

„იტალიაში უსამართლოდ განმისაჯეს - იმის გამო, რაც არ მომხდარა და ამის დამადასტურებელი ყველა მტკიცებულება მაქვს. ოთხი წელი ვითამაშე იტალიაში და დავიღალე რასიზმის ისტორიების მოსმენით. სამწუხაროდ, ეს დღესაც არსებობს. 2013 წელს მომხდარი და 2024 წელს მომხდარი მოვლენები გვაფიქრებინებს, რომ ვინც რასიზმის წინააღმდეგ არაფერს აკეთებს და ვინც სასამართლოში დამგმო, იგივე ხალხია. ეს სასამართლო პროცესი თეთრკანიანზე რომ ყოფილიყო, უდავოდ, სულ სხვაგვარად წარიმართებოდა“, - ციტირებს რობინიოს სიტყვებს Record TV.

შეგახსენებთ, რომ რობინიოს 2017 წელს მიესაჯა ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა 2013 წელს მილანის ღამის კლუბში გაუპატიურებისთვის, როდესაც ის „მილანში“ თამაშობდა. რობინიო და მისი ოთხი მეგობარი, იტალიური მართლმსაჯულების თანახმად, ძალადობდნენ ახალგაზრდა ალბანელ ქალზე, რომელიც იმ დღეს დაბადების დღეს აღნიშნავდა. რობინიო ექსტრადიციის შეუძლებლობის გამო ბრაზილიაში იმყოფება.