იტალიის სერია A-ს 29-ე ტურში „ატალანტა“ – „ფიორენტინას“ მატჩი გადაიდო, რისი მიზეზიც, ფლორენციული გუნდის გენერალური დირექტორის, ჯო ბარონეს მძიმე ავადმყოფობა გახდა.
მატჩამდე ცოტა ხნით ადრე მას გულის ძლიერი შეტევა ჰქონდა, რის გამოც მილანში, სან რაფაელეს კარდიოქირურგიული ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს.
როგორც „ფიორენტინას“ ვებგვერდი წერს, ბარონეს მდგომარეობა კრიტიკულია, მაგრამ სტაბილური, ხოლო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამატებითი ცნობები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
უცნობია, როდის გაიმართება „ატალანტას“ და „ფიორენტინას“ მატჩი, ეს სავარაუდოდ, სანაკრებო პაუზის შემდეგ მოხდება.