აჩერბიმ ჟუან ჟეზუშს რასისტული ხასიათის შეურაცხყოფა მიაყენა

აჩერბიმ ჟუან ჟეზუშს რასისტული ხასიათის შეურაცხყოფა მიაყენა

„ინტერი“ – „ნაპოლის“ მატჩის დროს ფრანჩესკო აჩერბისა და ჟუან ჟეზუშს შორის შელაპარაკება მოხდა.

თამაში რამდენიმე წამით მსაჯმა შეაჩერა, რომელსაც ბრაზილიელმა მცველმა უთხრა: „მან შავი დამიძახა“. როგორც ჩანს, „ინტერის“ მცველმა „ნაპოლის“ ფეხბურთელს რასისტული ხასიათის შეურაცხყოფა მიაყენა.

მატჩის შემდეგ ჟუან ჟეზუშმა ამ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა: „აჩერბი კარგი ბიჭია, ის სიტყვებით ზღვარს გადავიდა, ცოტა გადააჭარბა, მაგრამ ბოდიში მომიხადა, რაც მოედანზე ხდება, მოედანზევე რჩება“.

მიუხედავად ამისა, არაა გამორიცხული, რომ სერია A-ს სადისციპლინო კომიტეტმა აჩერბი დასაჯოს.

შეგახსენებთ, „ინტერი“ – „ნაპოლის“ მატჩი 1:1 დასრულდა, ნეაპოლელთა მხრიდან გოლი სწორედ ჟუან ჟეზუშმა გაიტანა.