„მეფის სიტყვის“ სცენარისტი გარდაიცვალა

„მეფის სიტყვის“ სცენარისტი გარდაიცვალა

ფილმის „მეფის სიტყვა“ სცენარისტი დევიდ საიდლერი გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ის 86 წლის იყო.

სიდლერი არაერთი პროექტის ავტორია, თუმცა ყველაზე დიდი აღიარება მას სწორედ მეფე ჯორჯ მეექვსის შესახებ გადაღებულმა ფილმმა მოუტანა. 2010 წლის სურათში, რომელმაც „ოსკარი“ მიიღო კატეგორიაში „საუკეთესო ფილმი“ მთავარი როლი კოლინ ფერთმა შეასრულა. „ოსკარი“ ფილმზე მუშაობისთვის კატეგორიაში „საუკეთესო ორიგინალური სცენარი“ საიდლერმაც მიიღო.