ირმის ახლად აღწერილი სახეობა, Pudella carlae, ნეოტროპიკულ ირმის გვარ Odocoileini-ს მიეკუთვნება.
"ამ გვართან დაკავშირებით რამდენიმე ფაქტორი გაურკვეველია. ფილოგენეტიკური ანალიზი მიუთითებს იმაზე, რომ ჯგუფში სახეობების მრავალფეროვნება არ არის კარგად შესწავლილი", — თქვა დოქტორმა გილერმო დ’ელიამ.
ერთ-ერთი გვარი, რომელიც ამ მხრივ პრობლემას აჩენდა, სქელი და მოკლეფეხა ჯუჯა ირემი, პუდუ იყო. ეს ირემი მოიცავს ორ სახეობას: ჩრდილოურ პუდუსა (Pudu mephistophiles) და სამხრეთულ პუდუს (Pudu puda).
ახალი კვლევის ფარგლებში ავტორებმა დაადგინეს, რომ ჩრდილოური პუდუ სინამდვილეში ორი განსხვავებული სახეობაა.
"Pudu mephistophiles-ის ტიპური ფორმა პერუს უკიდურეს ჩრდილოეთით ეკვადორსა და კოლუმბიაშია გავრცელებული, ხოლო მეორე (ახალი) სახეობა უფრო სამხრეთითაა", — აღნიშნულია კვლევაში.
მკვლევრებმა ახალ სახეობას სახელიც დაარქვეს. მას ახლა Pudella carlae ეწოდება.
მკვლევრების თქმით, ეს ბოლო 60 წლის განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ირმისებრნის ახალი ცოცხალი სახეობა აღმოაჩინეს.