იუნკერები და კადეტები ტყეების აღდგენის პროექტში ჩაერთვნენ

იუნკერები და კადეტები ტყეების აღდგენის პროექტში ჩაერთვნენ

ბორჯომის ხეობაში 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად განადგურებული ტყეების აღდგენა დაიწყო. პროექტში დავით აღმაშენებლის ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მსმენელები ჩაერთვნენ. დღეს, სამხედრო სასწავლებლების კურსანტები ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბაში იმყოფებოდნენ და წიწვოვანი და შერეული ტყის საფარის აღდგენაში სხვადასხვა სახეობის ნერგის დარგვით მიიღეს მონაწილეობა.

დღევანდელ ღონისძიებას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, გაეროს განვითარებს პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი საქართველოში ნილს სკოტი, ფინეთის ელჩი საქართველოში ქრისტერ მიხელსონი და ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიის მმართველი, მიტროპოლიტი თეოდორე დაესწრნენ.

პროექტი გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ ხორციელდება. ინიციატივის მხარდამჭერია საქართველოსა და ფინეთის მთავრობები და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP). წიწვოვანი და შერეული ტყის საფარი 16 ჰა-ზე მეტ ფართობზე აღდგება, სადაც 22 500 ძირი სხვადასხვა სახეობის ნერგი დაირგვება. მოსამზადებელი სამუშაოები ორი თვის წინ დაიწყო. ნიადაგი დამწვარი ხის ნარჩენებისა და ბუჩქებისგან გაიწმინდა და ნერგების დასარგავად მომზადდა.