კიმ კარდაშიანი და ოდელ ბექჰემ უმცროსი Vanity Fair-ის „ოსკარის“ წვეულებაზე ერთად დააფიქსირეს. ამის შესახებ ინფორმაციას Page Six ავრცელებს.
გამოცემასთან საუბრისას წყარომ აღნიშნა, რომ წყვილმა მთელი საღამო ერთად გაატარა.
„წვეულებაზე სულ ერთად იყვნენ, ერთმანეთს ეხებოდნენ და დროს ერთად ატარებდნენ. ცდილობდნენ ხალხის წინ „ფრთხილად“ ყოფილიყვნენ, მაგრამ მათ შორის ქიმია საგრძნობი იყო. წვეულებაც ერთად დატოვეს“, - თქვა წყარომ.
რეალითი შოუს 43 წლის ვარსკვლავისა და 31 წლის სპორტსმენის ურთიერთობების შესახებ ჭორები რამდენიმე თვის წინ გავრცელდა.