ბელა ჰადიდმა საკუთარი ბრენდი შექმნა – მოდელი სილამაზის ინდუსტრიას ‘Ôrabella-თი უერთდება

ბელა ჰადიდმა საკუთარი ბრენდი შექმნა – მოდელი სილამაზის ინდუსტრიას ‘Ôrabella-თი უერთდება

პალესტინური წარმოშობის მქომე ამერიკელი ტოპ მოდელი ბელა ჰადიდი სილამაზის ინდუსტრიას უერთდება, ოღონდ ამჯერად არა რომელიმე ბრენდის სახე ან ამბასადორი, არამედ დამფუძნებელი.

მულტიმილიონერი ბიზნესმენის მუჰამედ ჰადიდისა და ჰოლანდიელი მოდელის იოლანდა ფოსტერის ქალიშვილი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავია, რომელიც პლანეტის ულამაზეს ქალად არაერთხელ აღიარეს, ამიტომ ბუნებრივი იყო, რომ ახლო მომავალში ბელა ჰადიდი სილამაზის ან თავის მოვლის რომელიმე ბრენდის დამფუძნებლად გვეხილა…

ბელამ სოციალურ ქსელში პატარა რეკლამა გაავრცელა ვიდეოს სახით და ბრენდის პროდუქციის გამოსვლის თარიღად 2 მაისი დაასახელა. ჯერჯერობით უცნობია რა სახის პროდუქცია იქნება ‘Ôrabella-ს სახით წარმოდგენილი, თუმცა ტაბლოიდები ვარაუდობენ, რომ ბელა ჰადიდი გაყიდვაში მალე სუნამოს ხაზს ჩაუშვებს.