სასაზღვრო პოლიციამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესების დარღვევისათვის ბელიზის დროშის ქვეშ მცურავი გემი დააკავა

სასაზღვრო პოლიციამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესების დარღვევისათვის ბელიზის დროშის ქვეშ მცურავი გემი დააკავა

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე (აფხაზეთის საზღვაო რაიონში) შესვლის წესის დარღვევის ბრალდებით ბელიზის დროშის ქვეშ მცურავი გემი "IREM"-ი დააკავეს, რომელიც თურქეთის მიმართულებით მიცურავდა. გემზე იმყოფებოდნენ კაპიტანი – აზერბაიჯანის მოქალაქე ავიფ მეჩიო (AVIF MECHIO) და ეკიპაჟის წევრები: უკრაინის 5 და აზერბაიჯანის რესპუბლიკის 2 მოქალაქე.

გამოძიება ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 322-ე პრიმა მუხლით).