ლგბტ პროპაგანდა საქართველოში კანონით აიკრძალება

ლგბტ პროპაგანდა საქართველოში კანონით აიკრძალება

for.ge წერდა, რომ ჩეხეთის შემდეგ საქართველოს ჯერი დგებოდა. კერძოდ, საქართველოს მოსთხოვდნენ კანონპროექტის მიღებას, რომელიც ჰეტეროსექსუალი და ჰომოსექსუალი წყვილების უფლებების უმეტეს ნაწილში გათანაბრებას ითვალისწინებს. ინფორმაციას, რომელიც ჩვენ ხელისუფლებასთან დაახლოებული წყაროსგან მივიღეთ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ოფიციალურად არ ადასტურებდნენ.

„ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, მოამზადოს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს“. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეიძლება აღმოვჩნდეთ რეალობის წინაშე, როდესაც მოგვთხოვენ ე.წ. „სამოქალაქო პარტნიორობის“ დაკანონებას. შესაბამისად, მისი აკრძალვის შესახებ, კანონპროექტი უახლოესი ორი კვირის განმავლობაში მომზადდება და პარლამენტში დაინიცირდება.

„ისინი საქართველოში ყოველწლიურად ცდილობენ, თავს მოგვახვიონ ე.წ. „პრაიდი“ მაშინ, როდესაც სოციოლოგიური კვლევები ადასტურებს, რომ საქართველოს მოსახლეობის 90 პროცენტზე მეტი ამას, სრულიად სამართლიანად, პროპაგანდად აღიქვამს და ე.წ. „პრაიდის“ ჩატარების წინააღმდეგია.

2017 წელს ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონება შევზღუდეთ და საქართველოს კონსტიტუციაში პირდაპირ ჩავწერეთ, რომ ქორწინება, ეს არის ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით. ამის მიუხედავად, შეიძლება აღმოვჩნდეთ რეალობის წინაშე, როდესაც მოგვთხოვენ ე.წ. „სამოქალაქო პარტნიორობის“ დაკანონებას. ჩვენ უკვე გვქონდა ისეთი შემთხვევაც, როდესაც უცხოელების მხრიდან ადგილი ქონდა ტერმინოლოგია „ქალისა და მამაკაცის და გენდერული თანასწორობის“ შემოღების მოთხოვნას და ჩვენ ამის უარსაყოფად საკმაოდ სერიოზული ბრძოლის გადატანა მოგვიხდა. ამის ჩაწერა ნიშნავდა, რომ მდედრობითისა და მამრობითის გარდა, სხვა სქესიც უნდა გვეღიარებინა.

დღეს მსოფლიოში ფსევდოლიბერალები ილაშქრებენ ისეთი ტერმინების წინააღმდეგ, როგორიცაა „დედა“ და „მამა“, „ცოლი“ და „ქმარი“ და ა.შ. ითხოვენ ე.წ. „გენდერულად ნეიტრალური“ ტერმინოლოგიის დანერგვას, როგორიცაა „მშობელი 1“ და „მშობელი 2“ და ა.შ. ამის ლოგიკური გაგრძელება იქნება მაგალითად, პასპორტიდან სქესის შესახებ ჩანაწერის ამოღება. ისინი საქართველოში ყოველწლიურად ცდილობენ, თავს მოგვახვიონ ე.წ. „პრაიდი“ მაშინ, როდესაც სოციოლოგიური კვლევები ადასტურებს, რომ საქართველოს მოსახლეობის 90% მეტი ამას, სრულიად სამართლიანად, პროპაგანდად აღიქვამს და ე.წ. „პრაიდის“ ჩატარების წინააღმდეგია. მეტიც, ამგვარი აგრესიული პროპაგანდა პირიქით, უარყოფითად მოქმედებს განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების უფლებების დაცვაზე“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

აღსანიშნავია, რომ დღეს მსოფლიოში წარმოებს პროპაგანდა იმის შესახებ, რომ ბავშვმა თავად უნდა აირჩიოს საკუთარი სქესი. რიგ სახელმწიფოებში დაკანონდა ბავშვებისთვის სქესის შეცვლის ოპერაციები და აქტიურად გამოიყენება ამ იდეოლოგიის გასავრცელებლად მსხვილი კომპანიები, მედიასაშუალებები, კინოინდუსტრია და როგორც მდინარაძე აცხადებს, ამის მაგალითები იყო საქართველოში ანიმაციურ ფილმების, თუ სხვა სატელევიზიო სერიალების კუთხით.

ლგბტ-ს პოპულარიაციის მიზანია პოპულარიზაცია გაუწიოს ცხოვრების არატრადიციულ წესს. საერთაშორისო კვლევებიც ადასტურებს, რომ ფსევდოლიბერალური იდეოლოგია სერიოზული საფრთხის შემცველია საზოგადოებისთვის. შესაბამისად, მმართველი გუნდის საკანონმდებლო ინიციატივა გულისხმობს იმას, რომ საკითხი დარეგულირდეს, მაგრამ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების პატივისცემით, რაც გარანტირებულია კონსტიტუციით.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ეს არის საკითხი, რომელიც ძალიან სერიოზულ მსჯელობას მოითხოვს, რის შემდეგაც იქნება კონკრეტულ კანონპროექტზე საუბარი.

„ამ ეტაპზე, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევეცადოთ ერთმანეთისგან განვასხვაოთ, რა არის უფლებების დაცვა და რა არის საზოგადოებისთვის მიუღებელი ღირებულებების პროპაგანდირება, მით უმეტეს, როდესაც საკითხი არასრულწლოვნების ინტერესებს ეხება“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

ჯერ არმიღებული კანონი უკვე შერაცხდა როგორც რუსული კანონი და შესაბამისად, ოპოზიცია კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობას არ გეგმავს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ პარლამენტში იმგვარი ინიციატივების შემოტანაა საჭირო, რომლებიც ებრძვის ფასების ზრდას, უმუშევრობას, უპერსპექტივობას.

„საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობას აღელვებს გაზრდილი ფასები, სიღარიბე, უმუშევრობა, უპერსპექტივობა. პრაქტიკულად, ოჯახი არ არის დარჩენილი საქართველოში, საიდანაც ოჯახის წევრი ან წასული არ არის საზღვარგარეთ სამუშაოდ, ან არ განიხილავს ამ პერსპექტივას უმუშევრობისა და სიდუხჭირის გამო, რომელშიც ივანიშვილის 12-წლიანმა მმართველობამ შეიყვანა ქვეყანა. ეს არის რეალური პრობლემები, რაზეც უნდა საუბრობდეს, ზრუნავდეს და რის გადაჭრასაც უნდა ცდილობდეს ივანიშვილის პარტია. ნაცვლად ამისა, ამ უმნიშვნელოვანესი თემებიდან ყურადღების გადატანის მცდელობას ვხედავთ. საუბრობენ ყველაფერზე, გარდა იმისა, რაც აქტუალური და პრობლემურია“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

თავის მხრივ მთავრობის მეთაური ფიქრობს, რომ კანონპროექტი უნდა მომზადდეს კონსტიტუციის მეორე თავის პრინციპების შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის ჩართულობა იქნება საჭირო, ირაკლი კობახიძის განცხადებით, შეიძლება მონაწილეობა მიიღონ ამ პროცესში.

„მე მესმის საპარლამენტო უმრავლესობის შეშფოთების, არის მძიმე ტენდენციები სხვადასხვა სახელმწიფოში, რაც პირდაპირ სტატისტიკაზეც აისახება. ის, რომ საპარლამენტო უმრავლესობას სურს საზოგადოების დაცვა ასეთი პროცესების შესაძლო განვითარებისგან საქართველოში, ეს არის აბსოლუტურად გასაგები. დანარჩენი ვნახოთ, კანონპროექტი უნდა მომზადდეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის პრინციპების შესაბამისად, ეს არის ჩემთვის მთავარი განმსაზღვრელი პრინციპი.

თუ იქნება მთავრობის ჩართულობა საჭირო, არ ვიცი, რა ფორმით, როგორ, მაგრამ შეიძლება ჩვენც მივიღოთ ასეთ რამეში მონაწილეობა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც მთავარია, კონსტიტუციის პრინციპები უნდა იყოს დაცული, როდესაც ასეთი კანონპროექტი მომზადდება და დარწმუნებული ვარ, სწორედ ასეთი პრინციპებით მომზადდება ის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ანალიტიკოსების შეფასებით, ადამიანის უფლებები არის თემა, რომელიც დღეს ქვეყანაში დაცულია, თუმცა ლგბტ პროპაგანდა მიუღებელია. ედიშერ გვენეტაძე დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნების“ ინიციატივა აუცილებლად გახდება ენჯეოების თავდასხმის საგანი.

„ქართული ოცნების“ ახალი, ისტორიული ინიციატივა ლგბტ პიარის აკრძალვაზე აუცილებლად გახდება ენჯეოების თავდასხმის საგანი. ახლა ვნახავთ ყველა ერთად - ვინ დგას ქვეყნის მხარეს და ვინ დგას აგენტურის და თავსმოხვეული ლგბტ თემის მხარეს. ახლა მოხდება ყველაფრის ლუსტრაცია. ყველა აგენტი და ანტისახელმწიფოებრივი სუბიექტი გაშიშვლდება ქვეყნის და ერის წინაშე!“, - აცხადებს ედიშერ გვენეტაძე.

ანალიტიკოსი, „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი, რომელიც ხელისუფლებისგან ითხოვდა ლგბტ-ს პროპაგანდის აკრძალვას, აცხადებს, რომ არსებული ზღვარგადასული ლიბერალიზმის საწინააღმდეგოდ, რომელშიც დღეს მსოფლიო იკარგება, საქართველომ თავისი სიტყვა უნდა თქვას, რადგან  ლიბერალიზმი პირდაპირ ჩვენზე მომართული იარაღია, რომლის სამიზნე ჩვენი ტრადიციები, ღირებულებები და ფასეულობებია.

„სიგიჟეა იმის მცდელობა, რომ ლგბტ პროპაგანდით უფლის მიერ მიღებული კანონზომიერება შეცვალონ. ამორალურობისა და უზნეობის პროპაგანდის აკრძალვის ინიცირება საკანონმდებლო დონეზე ქართველი ხალხის დაკვეთაა და ვაფრთხილებ ოპოზიციის „დიდ მამებს“ და ისტერიკაში ჩავარდნილ არასამთავრობო სექტორს - ნუ შეხვალთ უკვე წაგებულ ომში ხალხთან.

დამარცხების აღიარებაა ის, რომ კანონი რომელიც ეროვნული, ზნეობრივი ინტერესების დაცვის გარანტი იქნება, ახალგაზრდებს რუსულ კანონად შეასაღოთ და ამ სამართლებრივ პროცესს ანტისამართლებრივი მოქმედებები დაუპირისპიროთ. დიახ, ლგბტ-ს პროპაგანდის აკრძალვის ინიცირება საკანონმდებლო დონეზე, ამას ელოდება წლებია საქართველოს მოსახლეობის 90% და ეს იქნება ისტორიული გადაწყვეტილება, რაც დაიცავს ჩვენ შვილებს და მომავალ თაობას. ხოლო ყველა, ვინც ამ კანონს დაუპირისპირდება, პირდაპირ იქნება ჩვენი ქვეყნის, ეკლესიის და ოჯახების მტერი“, - აღნიშნა თამთა მეგრელიშვილმა.

ლევკოთეა ფარა-ს კანონზე არანაკლები ლუსტრაცია ამაზე მოხდება.
ეგაა, რუსეთისგან დაფინანსებულები აქ არ იაქტიურებენ.
2 თვის უკან
trampi თვითონ ამერიკის საელჩო ფინანსდება რუსეთისაგან...................ყველა მათი ქმედება რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს......ხოოდა ზნაჩიტ ფინანსდება
რააა... ესე არ გამოდიის??? მეტყვი ეხლა არაო .
ეგ .მეც ვიცი
მაგრამ ფაქტიურად ეგენი რუსეთზე რომ მუშაობენ მაგასაც ხომ ხედავ??
ან კიდევ როგორც მე ვამბობ----დაქნეულ--დაცენტილები არიან ეგ შენ ამერიკელები!!!!!!!!!!!!!!!!!!!
ინდიელები ვგონივართ
1 თვის უკან