„ვატარებთ ამ პროვოკაციას, რომელიც შეიძლება უფრო მასშტაბურ პროვოკაციაში გადაიზარდოს? - ეს არის პირდაპირი დარღვევა კონკორდანტის“

„ვატარებთ ამ პროვოკაციას, რომელიც შეიძლება უფრო მასშტაბურ პროვოკაციაში გადაიზარდოს? - ეს არის პირდაპირი დარღვევა კონკორდანტის“

საქართველოს პრეზიდენტი მართლმადიდებლურ ეკლესიასაც გადასწვდა. ამჯერად სალომე ზურაბიშვილის სამინიზნე პატრიარქი გახდა. ლონდონში, საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტში სტუმრობისას, მან ისაუბრა პრორუსული ჯგუფების და ანტიდასავლური პროპაგანდის მხარდასაჭერ დაფინანსებაზე და აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, ქართული ეკლესია მოახერხებს პროქართული და პროევროპული პატრიარქის არჩევას და არა პრორუსის.

ზურაბიშვილი ამბობს, რომ ეკლესიაში კომპლექსური ვითარებაა, რისი მიზეზიც დღეს პატრიარქის სისუსტეა, რომელმაც აქამდე ძალიან მტკიცედ შეინარჩუნა ეკლესიის ძველი მეთოდები. ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ეკლესია რუსეთის რბილ ძალას წარმოადგენს. თუმცა, რას ეფუძნება მისი ეს ბრალდება, ამ თემაზე არ უსაუბრია.

„ვფიქრობ, მართლმადიდებლური ეკლესია, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა მართლმადიდებლურ ქვეყანაში, ძალიან ახლოს არის ძალასთან და მიდრეკილია აჰყვეს თანამედროვე მიდგომას, მე ვიტყოდი, მიდრეკილია ნიუანსების ცვლილებისკენ. ასე რომ, იმედი მაქვს, რომ ეკლესია, ამ შემთხვევაშიც, პროდასავლურ რიტორიკას მიჰყვება და რადგან მე ვარ ოპტიმისტი და დარწმუნებული ვარ საქართველოს გამძლეობაში, ქართული ეკლესია მოახერხებს პროქართული და პროევროპული პატრიარქის არჩევას და არა პრორუსის“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ლონდონში გაკეთებენ ხმაურიან განცხადებას უპასუხეს თბილისში. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მამა ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, პრეზიდენტისთვის, რომელსაც თავი ეკლესიის მრევლად მიაჩნია, ეთიკას მოკლებულია მოქმედი პატრიარქის სისუსტეზე და პატრიარქის ცვლილებაზე საუბარი, სხვა საკითხია, რომ ეს ეკლესიის საქმეებში უხეში ჩარევაა.

„ბევრ კითხვებს ბადებს ქალბატონ პრეზიდენტის ბოლო კომენტარი ეკლესიასთან მიმართებაში. გაუგებარია რას გულისხმობდა ქალბატონი პრეზიდენტი „ეკლესიის ძველ მეთოდებზე“, ისევე, როგორც ეკლესიის მხრიდან „პროდასავლური რიტორიკის მიყოლის“ შესახებ საუბრისას. რას ნიშნავს ეკლესია „ახლოსაა ძალასთან“? სამწუხაროა ასეთი ზედაპირული და შაბლონური დამოკიდებულების მოსმენა პრეზიდენტის სიმაღლიდან და ქართულ ეკლესიაში პროქართულ, პროევროპულ თუ პრორუსულ არჩევანზე საუბარი ჩრდილს აყენებს და აკნინებს, არა იმდენად ეკლესიას, რამდენადაც თავად კომენტარის ავტორს“, - წერს მამა ანდრია ჯაღმაიძე.

ზურაბიშვილმა, რომელმაც დაარღვია ეთიკა, როდესაც მოქმედი პატრიარქის სისუსტეზე და პატრიარქის ცვლილებაზე ისაუბრა, დამატებითი განმარტებები არ გაუკეთებია. თუმცა, ცხადია, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა რას გულისხმობდა გამონათქვამში: „ქართული ეკლესია მოახერხებს პროქართული და პროევროპული პატრიარქის არჩევას და არა პრორუსის“.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კომენტარის გაკეთებაც კი არ შეიძლება განცხადებაზე, რომელიც ზურაბიშვილმა საპატრიარქოსთან დაკავშირებით გააკეთა.

„ასეთი განცხადებები გამაოგნებელია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ასეთი განცხადებებით საკუთარ იმიჯს აზიანებს. ამ თემაზე მეტი კომენტარის გაკეთება არ მინდა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მმართველ გუნში აცხადებენ, რომ ეს არის პრეზიდენტის მხრიდან პირდაპირი ჩარევა ეკლესიის საქმეებში. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, პატრიარქი იმის მიხედვით კი არ უნდა ავირჩიოთ, როგორი პოლიტიკური გემოვნება აქვს, არამედ როგორი მღვდელმთავარი და როგორი სულიერი წინამძღოლი იქნება.

„პრეზიდენტი ამ საკითხში როცა ერევა, თავისთავად, ეს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის გამიჯვნის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია. მისი განცხადებით მართლა გაკვირვებული და გაოცებული ვარ. ჩვენ გვყავს მოქმედი პატრიარქი, შესაბამისად, ეს ადამიანი არის ჩვენი ერის სულიერი წინამძღოლი. ჰიპოთეტურ საკითხებზე საუბარი და შემდეგ იმის გარკვევა, როგორი პოლიტიკური გემოვნება ექნება ამა თუ იმ მღვდელმთავარს, პრეზიდენტის საქმე არ არის. ეს განცხადება არაფერში წერია“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ზურაბიშვილის მიერ ლონდონში, საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტში გაკეთებულ განცხადებას იზიარებს ოპოზიცია. „ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ზურაბიშვილმა გამოხატა სურვილი, რომ საქართველოს ეკლესია იქნება ქართველი ხალხის გვერდით.

„პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გამოხატა იმედი და სურვილი, რომ საქართველოს ეკლესია იქნება ქართველი ხალხის გვერდით იმ მთავარი ამოცანის შესასრულებლად, მთავარი ეროვნული მიზნის განხორციელებაში, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ - ჩვენი ქართველი ხალხის მომავალი არის ევროკავშირში“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის შეფასებით, ძალიან გულუბრყვილო და შეუგნებელი უნდა იყოს მავანი, რომ ვერ ჩაწვდეს პროცესების განვითარების ლოგიკას. მისი თქმით, გასაგებია, რომ საპატრიარქო ჯერ იმაზე მეტს ვერ იტყვის, რაც თქვა, მაგრამ ლოგიკური კითხვა ჩნდება - სად არის ქართული საზოგადოება, სად არის მართლმადიდებლური მრევლი?

„ვატარებთ ამ ერთ პროვოკაციას, რომელიც შეიძლება უფრო მასშტაბურ პროვოკაციაში გადაიზარდოს? დაფიქრდით მეგობრებო! როგორც მართლმადიდებელ მრევლს, მიმაჩნია, რომ საპატრიარქომ რეაგირება უნდა მოახდინოს პრეზიდენტად წოდებულის ამ მორიგ მავნებლურ განცხადებაზე. ეს არის როგორც მინიმუმ, შიდა საეკლესიო საქმეებში უხეშად ჩარევა და პირდაპირი დარღვევა სახელმწიფოსა და მართლმადიდებელი ეკლესიას შორის დადებული კონკორდანტის“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.

ანალიტიკოსი, „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ამბობს, რომ ზურაბიშვილმა ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა, რომელმაც ჯერ ცოცხალი პატრიარქი უკვე დაასაფლავა და მისი შემცვლელის არჩევნებში იღებს მონაწილეობას. როგორც ქართველიშვილი ამბობს, პრეზიდენტს რეალურად ემუქრება ისტორიული სასახლიდან გათრევა.

„ამ უსამშობლო, ურწმუნო არსებამ პრორუსი არ მინდაო - ან პროევროპელი, ან ჯანდაბას პროქართველი იყოსო. რა „ეკლესიის ძველი მეთოდები“ შეინარჩუნა? ან რა ენაზე გველაპარაკება ეს ქართველთმოძულე ანტიმართლმადიდებელი? რა „მეთოდებს“ უწუნებს 2-ათასწლიანი ისტორიის მქონე ჩვენს ეკლესიას ეს ყველანაირ ზღვარს გადასული „ნეიტრალური გენდერი“? რა „ნიუანსების ცვლილებისკენ“ არის მიდრეკილი ჩვენი სარწმუნოების ბურჯი? მთვრალია თუ შეპყრობილი? ამას ვინმე გააჩერებს? რა „პროდასავლური რიტორიკა“? სად? საკურთხეველში თუ ამბიონიდან? ამას მართლა გამოათრევენ ჩვენი ისტორიული სასახლიდან“, - აღნიშნა დავით ქართველიშვილმა.

ლევკოთეა ბარემ კანდიდატიც დაესახელებინა ზურაბიშვილს. მაინც, თავი რომ დავიზღვიოთ და არაევროპული ორიენტაციის პატრიარქი არ შემოგვაპაროს ვინმემ. :)
ასე როგორ შეიძლება, რომ ამხელა პოსტზე მყოფი ადამიანი ყოველ დღე ან შეგნებულად მავნებლობდეს, ან სისულელეებს აბრეხვებდეს.
ისე, სანამ ევროკავშირში შევალთ, დღევანდელი სახით აღარც იარსებეს ეგ გაერთიანება და ან გვექნება საერთოდ შესვლის სურვილი, ან არა.
2 თვის უკან
ცუგო- Მალე სიცილს დაგვაწყებიებს თავისი საქციელით და რიტორიკით ეს არსება, პრეზიდენტის სავარძელში რომ დევს, განრისხება... სიმწარე... მწუხარება... უკვე გადაილახა...
2 თვის უკან
trampi რაც უფრო მეტ სისულელეს დააბრეხვებს ე.წ. დასავლეთი და მათი აქაური სატელირები მით უფრო გამოფხიზლდება ქართველი ერი .
ისე რად უნდა ამას პუტინის აგიტაცია-- პროპაგანდა??? თვითონ მუშაობენ პუტინზე ეგენი, თვითონ -- ფულს იღებენ პუტინისაგან, ფულს...

ამ ყველაფრით კი ქართველი ერი უფრო შეიკვრება ........ 9 აპრილებივით არ იქნება(მაშინ განათლების დონე სხვა იყო) მაგრამ რაღაც მსგავსი იქნება
.მოკლედ ამ ე. წ. დასავლეთმა ისეთი ბოლი დააყენა, რომ დაჟე შუაშისტები და ლიბერალების ნაწილიც კი გადმოვლენ საქართველოს მხარეს. კარგია ეს კარგი
ყოველ შემთხვევაში ასე მტრის სახე უფრო მკაფიოდ იკვეთება და ქართველი ერი არჩევანს უფრო ზუსტად გააკეთებს


ანდაზას რო ვამბობ ხოლმე---- ,,ჭირს მოგცემ ჭირს დაგავიწყებო .. ის ანდაზა უფრო და უფრო მართლდება

ამას წინათ რომელიღაც საიტზე გამოკითხვა იყო --- დღევანდელ დღეს თქვენი აზრით მთავარი პრობლემა რა არისო---------და პასუხი იყო
განათლებაო!!!!!!!!!!!!!!!?????
მართალიცააა მაგრამ .................აფხაზეთი მეორეზე იყო!!!
ხედააავთ რუსის გაფუჭებული უკვე მეორე პლანზე გადავიდა...იმდენად დამანგრეველი უბედურება დაგვატეხეს ამ მეგობრებმა, რომ საქართველოსთვის მთავარმა პრობლემამ უკვე მეორე პლანზე გადავიდა
5--წლის წინ ამას ან კი როგორ წარმოვიდგენდით, რომ აფხაზეთი მეორე პლანზე გადავიდოდა ??. .ან ის ხალხი ვინც ამ ყველაფერს შეეწირა??? რა გამოდის--აფხაზეთიც ტაოკლარჯეთის რიგშია უკვე ... და მხოლოდ ჩვენს გულებშიღაა დარჩენილიი??
ანუ იმდენად მოგვირყიეს საფუძველი რომ ................
.ლაპარაკიც აღარ მინდა იმდენად ნათელია ყველაფერი
და მაინც .............................................. ქუნემ კოლუმბი, ქუუუუუნეემ...
2 თვის უკან
trampi მიდი მიდი ამერიკა---- რაც მეტად დაიჯვამთ თავზე და ბაიდენის ბიჭივით რაც მეტად იტანტალებთ გაშიშვლებული, ჩვენი ხეირი ისაა
თქვენი მაყურებელი ეს ჩვენი მთავრობაც უფრო თამამად მოიქცევა ....
შეიძლება ამასობაში ზოგ ზოგი ამერიკის მოტრფიალეც გამოფხიზლდეს და საჩვენოდ შემოტრიალდეს კიდეც
მაგრამ თქვენ მაინც არ გაჩერდეთ, არა უშავრა ---- მიდით მიდით შეუბერეთ ესე, შეუბერეთ..
გააგრძელეთ ......... გააგრძელეთ..... თქვენ თავზე დაიჯვით და რუსებს დააბრალეთ, -- იძახეთ ჩვენ რომ თავზე ვიჯვავთ ეს სუ რუსული პროპაგანდისა ბრალია--თქო
აბა ეხლა თქვენ იცით ---- ინდაურები , დაურიგეთ სარვამარტოდ ქალებს, ინდაურები
მოკლედ ქუნემ თქვენი ანალიტიკური ცენტრებიც, ქუნემ------- ეგააა თქვენი ნაააზრალიიი???
ჰმმმ.................. ინდიელები ვგონივართ, ინდიელები
ისე იმ კოლუმბს ექსპედიციაში ორი ქართველიც ყოლია თურმე ....ჰოოდა ვერ ჩაძირეს ის კოლუმბიი???...მსოფლიო დასვენებული იქნებოდა
2 თვის უკან
trampi რამდენიც არ უნდა იფხაკუნოს ამერიკამ , უახლოეს მომავალში მაინც დედა მოეხვნება (ძალიან კაი იქნებოდა იმათ არჩევნებზე)
ჰოო...კიდევ ამერიკაში აწ დამლაგებლად მომუშავე დაგნარა დეიდა მომიკითხეთ, ძალიან დიდი ,,სიყვარულით,,...
ჰმ...ფანდარასტი!!!!!!
იცით კიდევ რა მიკვიირს ?? რომ იძახიან რუსული პროპაგანდა, რუსული ფულებიო
ბიჯოოო ............. გიჟია პუტინი ფულები ყაროოს???
ეს ამერიკის სალჩო და მთლიანად ამერიკა, იმისთანა სირობებს სჩადის და თან ისე იავნად, რომ რაში-ღა სჭირდება პუტინის ფულების ხარჯვა?? მთელი ამერიკა თავისი ქმედებებით, პირდაპირ პუტინის წისქვილზე ასხამს წყალს და გიჟიაა პუტინი კიდე ფულები დახარჯოოოს??
დგას დიდი დათვი ჩანჩქერის თავზე, პირი აქვს დაღებული აქვს და პირდაპირ პირში უცვივდებიან ეს დებილი ამერიკელები
და კიდე პუტინის ფულებიო.....
მოკლედ ვერ არიან ეს ამერიკელები დალაგებულები..
არადა ეს ანალიტიკუტრი ცენტრებიო, ეს ცეერუვო და კიდევ ათასი სირობები და მაინც კიდევ ამდენ სირობებს სჩადიან
ის მახსენდება ხოლმე უგულავამ ჩვენს ე.წ. ინტელიგენციას საახალწლოდ ინდაურები რომ დაურიგა...
მაშინვე ჩანდა რა ცენტრებიც ჰქონდათ და რა რჩევებსაც აძლევდნენ ნაცებს, ეგ მართლა დაცენტრილები

არა ..... ისე ციხეებში წამების მეთოდები კი ნაღდად მაგათი დანერგილი იყო (გუანტანოდან გადმოტანილი--ეხლა უკრაინაში დანერგილი))- ვერაფრს იტყვის კაცი, მაგარი იყო --საწყალ პატიმრებს დაჟე კენედის მკვლელობაზე აწერინებდნენ ხელს და ქონების წართმევაზე როგორ ვერ მოაწერინებდნენ ხელს???...ზაპროსტო
ხოოდა ეხლა ბუმერანგები დაუბრუნდებათ უკან, ბუმერანგები...
6 იმპერიამ დასასრულა საქართველოში არსებობა.... ეგენი მეშვიდეები არიან მეშვიდეები
ხოოდა ყოველდღე ველოდები წყალმა რომ ეგენი ჩამოატაროს...
2 თვის უკან
ცუგო- Სალომე უფრო ადრე დატოვებს თანამდებობასაც (როცა ვადა გაუვა ) და საქართველოსაც. პატრიარქი მთელი ცხოვრება საქართველოს გამთლიანებისთვის იღწვის, ხოლო ეს ცბიერი და ფლიდი ქალი დაპირისპირებას ამწვავებს რაც შეუძლია.
ისტორია ყველას თავის ადგილს მიუჩენს!
2 თვის უკან
trampi ცუგოს


ჰმმმ.......ისტორიიის იმედი გააააქვს
ჯერ მარტო მე რაც ეს თითქმის 40 წელი ვიცი(87 წლიდან) .. მერე???
რა ხეირი ისტორიიისგან
ისტორია რო სათქმელს იტყვის, მაშინ საქართველო .......................??????????????????????????
მე დღეს მინდა საქართველო,....... დღეს

აფხაზეთი მეორე ადგილზეო
შენ კიდევ .......

ქუნემ კოლუმბი, ..............ქუნემ
2 თვის უკან
ცუგო- დღევანდელი პრეზიდენტი ისტორიაში შევა "სალომე ფლიდის" სახელით, ან მსგავსი... Ამის იმედი მაქვს...
P. S. მერე მისი შვილიშვილები იტყვიან, რა ექნა, სამაგიეროდ ჩვენს მშობლებს სამსახური გაუკეთაო...
2 თვის უკან