„ნაპოლის“ ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ „სასუოლოსთან“ მოგებულ მატჩში (6:1) დუბლი შეასრულა და საგოლე პასიც გააკეთა. იტალიურმა მედიამ ცხადია მისი თამაში დადებითად შეაფასა:
OaSport.it 7.5 ქულა: „როგორ აკლდა ქართველს გოლი. დღეს ის შთაგონებული იყო შავ-მწვანეების მიერ დატოვებული სივრცეებით. მოედნის ცენტრიდანაც კი სცადა გოლის გატანა“.
Virgilio Sport 8 ქულა: „მოედნის ცენტრიდან სცადა ევროგოლის გატანა და ცოტა დააკლდა. რომ გასულიყო, სეზონის საუკეთესო გოლი იქნებოდა. მეორე ტაიმის სტარტზე ოსიმენს ისეთი პასი გაუკეთა, გატანა ადვილი რომ იყო. შემდეგ თვითონაც გაიტანა და დუბლი შეასრულა. „მაპეი სთედიუმი“ მისთვის უდავოდ კარგია“.
Tuttonapoli 8 ქულა: „სასუოლო“ უტოვებს მას სივრცეებს, რაც კვარამ საუკეთესოდ გამოიყენა. საგოლე პასი და ორი შესანიშნავი გოლი, ჯერ მარჯვენა და მერე ხარიხის ქვეშ მარცხენა ფეხით“.
Calciomercato 8 ქულა: „გამოსყიდვის სურვილი ჰქონდა, ყოველთვის ითხოვდა ბურთს და უმიზნებდა მეტოქეს. გოლის გატანა მოედნის ცენტრიდან სცადა, რამაც კონსილი ააკანკალა, შემდეგ აინთო და ტრესოლდის შეცდომით საგოლე პასი გააკეთა ოსიმენის ჰეთ-თრიქის დროს. მისი გოლების დროც მოვიდა: მთელი თავისი ხარისხი ჩადო პირველ გოლში, მაგრამ ასევე მეორე გოლშიც“.
Tuttomercatoweb 8 ქულა: „პირველ ტაიმში ცდილობდა გოლის გატანას, მეორე ნახევარი კი ოსიმენზე პასით დაიწყო. შემდეგ პირადი სიხარულიც იპოვა, ჯერ შორეულ კუთხეში დარტყმით, ხოლო მერე საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა“.
Calcionapoli1926 9 ქულა: „ყველაფერი გააკეთა: გოლები (დუბლი), საგოლე პასი, ბურთის მოპოვება, სპრინტები ფლანგზე. როდესაც ბურთს ეხება, უწყვეტი მაგიაა. დღეს მისი შეჩერება შეუძლებელი იყო. წარმოიდგინეთ, რომ მისი გაკრიტიკების გამბედაობაც ჰქონდათ: სუფთა კლასია“.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 34 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი, 5-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და 2-ჯერ პენალტი მოიპოვა.
„ნაპოლიმ“ 40 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში ჯერ ისევ მეცხრე ადგილზეა, მაგრამ ევროზონასთან ჩამორჩენა შეამცირა, ხოლო მომდევნო შეხვედრას 3 მარტს, შინ ტურინის „იუვენტუსთან“ ჩაატარებს.